Premium

ბუღალტრის დამხმარე

15 February - 16 March
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული
Experience
Less than a year

Vacancy description

wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების ბაზარზე, მაღაზიების

ქსელებით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში  მუდმივად 

ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.


wegroup-ი აცხადებს შერჩევას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.



 სამუშაო პირობები:


** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის N129.

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ.


ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:


** სამედიცინო დაზღვევა;

** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;

** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა.


ფუნქცია-მოვალეობები:


** გატარებები ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, ზედნადებები, ანგარიშ ფაქტურები და ა.შ);

** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები და

სხვა) შექმნა, აღრიცხვა);

** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი;

** საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.


ძირითადი მოთხოვნები:


** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით);

** საოფისე პროგრამების Microsoft Office-ის ცოდნა;

** უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა;

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;

** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.


აუცილებელი უნარები:


** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** ორგანიზებულობა;

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე:

https://form.jotform.com/241063021754446 და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.


კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა

დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ

კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.


გისურვებთ წარმატებებს!

15 February - 16 March