დებატების სკოლა
🎉საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას თბილისის დებატების სკოლაში, პროექტის - დებატები უკეთესი განათლებისთვის - ფარგლებში

📝საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) დამფუძნებლები და გამგეობის წევრები ასწავლიან ფორმალურ დებატებს საქართველოში 1998 წლიდან, არიან საერთაშორისო ტრენერები და აქვთ შემუშავებული ყველაზე პოპულარული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელობი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ

📌2009 წლიდან საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) ხელს უწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის ნებისმიერ სფეროში

🖇დებატების სკოლის მოსაწვლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა თუ კონკურსში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

📆თბილისის დებატების სკოლა, რომელშიც მიიღებიან მოსწავლეები 13 წლიდან, დაიწყებს აქტიურ მუშაობას ოქტომბრიდან და გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში

📋სისტემატიური მეცადინეობები ჩატარდება ყოველკვირეულად, ჯგუფის წევრებთან მორგებული გრაფიკით, საშუალოდ 2 საათის განმავლობაში

📚სწავლების პროცესში მოხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების მომზადება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა, ყველაფერი, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული და აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს მოსწავლეებს ხელს

🌍სხვა დამატებითი ნაციონალური თუ საერთაშორისო აქტივობებისა თუ კონკურსების შესახებ ჯგუფის მონაწილეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულები

🎯 გარდა კონკურსებსა თუ ჩემპიონატებში მოპოვებული სერთიფიკატებისა, თითოეული ჯგუფის წევრი კურსის სრულფასოვნად გავლის შემდეგ მიიღებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატს

🔴აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 30 სექტმბერია

📧ყოველთვიური გადასახადი 100 ლარია

🏧ორ ეტაპად გადახდის შემთხვევაში 380-380 ლარი

📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 733 306
 
👇ინფორმაციას ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.facebook.com/DebatesGeorgia
https://debate.edu.ge/
https://www.youtube.com/channel/UCg4CQ-YvqPe46-urPkmFB7g/
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი *
ტელეფონის ნომერი *
ასაკი *
სკოლა *
საიდან გაიგეთ კონკურსის შესახებ ან/და ვინ არის თქვენი რეკომენდატორი? *
რატომ გსურთ დებატების  კლუბში გაწევრიანება? *
თქვენი აზრით, რატომ არის დებატები და ზოგადად, დისკუსია მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის? *
თქვენი აზრით, დებატებში შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია თუ ფორმა? რატომ? *
რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy