Request edit access
ზაფხულის აკადემია  1 - 19 ივლისი, 2024
კურსი ორგანიზებულია გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში და გაიცემა სერტიფიკატი.

ზაფხულის პროგრამის უმთავრესი მისიაა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობის გაღვივებას  და მათი მოტივაციის ამაღლებას. პროგრამა დაეხმარება მოსწავლეებს შემდგომი კლასების სასწავლო მასალის მეტი თვითრწმენით დაძლევაში. ქვემოთ აღწერილია ხუთ ასაკობრივ კატეგორიაზე გაწერილი პროგრამები.

***** მეორე კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ოთხსაათიან საავტორო პროგრამას სახელწოდებით „სათავგადასავლეთი“, რომელიც მოიცავს 15 დღეს და ოთხ მიმართულებას: ინგლისური, თხრობა და ხელოვნება ქართულად, რიცხვების სამყარო,  სიმღერა / მუსიკა ქართულად და ინგლისურად. ყოველი დღე გახალისდება და შეივსება ფიზიკური აქტივობებითა და თამაშობებით. 

სამი კვირის (შაბათ-კვირის გარდა) და დღეში ოთხი საათის განმავლობაში პატარები იმოგზაურებენ შემეცნებით, ხალისიან და თავგადასავლებით აღსავსე სამყაროში:

მელოდიების პლანეტა  „ღიღინოზი“

პლანეტა „ღიღინოზზე“ სიმღერის გარდა პატარები განივითარებენ მუსიკალურ სმენას, რიტმის გრძნობას, მუსიკის ჰარმონიულ აღქმასა და გემოვნებას. ისწავლიან ამბებს დირიჟორის, ორკესტრისა და ინსტრუმენტების მეგობრობის შესახებ და გაეცნობიან გუნდის, სოლისტისა და ნოტების სიყვარულის ისტორიებს.

გაცოცხლებული ამბების პლანეტა  „სთორილენდი."

„სთორილენდზე“ გატარებული დრო ხელს შეუწყობს წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების გავითარებას. ბავშვები მოისმენენ, იმსჯელებენ და მრავალფეროვანი აქტივობებით გააცოცხლებენ წაკითხულ ამბებს: ინსცენირება, ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია და სხვა.  პატარა მოგზაურებს მიეცემათ საკუთარი ემოციების და დამოკიდებულებების გამოხატვის სივრცე. ისინი განივითარებენ ფანტაზიის უნარს, შეძლებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, და მიეჩვევიან უკუკავშირს. პროგრამა გათვლილია მოტორული და კოგნიტური უნარების გავითარებაზე.

პლანეტა "ანგლიკა" 

შემდეგი გაჩერებაა „პლანეტა ანგლიკა,“ სადაც მოგზაურები შეიმეცნებენ სხვა ქვეყანაში მცხოვრები თანატოლების ცხოვრების სტილსა და გამოცდილებას. ამ პლანეტაზე დაგეგმილი აქტივობების უმთავრესი მიზანია ინგლისურ ენაზე თავდაჯერებულად საუბრის, წერის, კითხვის და გაგების უნარების გავითარება და გაუმჯობესება.

პლანეტა "რიცხვების სამყარო" 

მათემატიკის საბაზისო კონცეფციების გაცნობა და ხალისი თამაშითა და კეთებით სწავლით. 

პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები. ჯგუფში მაქსიმუმ 12 მოსწავლე მოიაზრება. 

მეორე კლასის ზაფხულის პროგრამის ღირებულებაა 1000 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).   
პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა (შაბათ-კვირის გარდა)10:00 საათიდან - 14:00 საათამდე.
ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე  მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)



***** მე-3 და მე-4 კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ოთხსაათიან კომბინირებულ პროგრამას ხუთი მიმართულებით . შეხვედრები ჩატარდება ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან - 14:00 საათამდე. 

კომბინირეუბლი პროგრამის აღწერა: 

მიმართულება I - სასაუბრო ინგლისური - შემეცნებით-სახალისო აქტივობები და თამაშები მორგებულია ამ ასაკობრივი კატეგორიის უნარებსა და შესაძლებლობებზე. მეთოდოლოგია ითვალისწინებს ბავშვის ლექსიკური მარაგის და გრამატიკის ცოდნის დახვეწას და გააქტიურებას სახალისო ფიზიკური და გუნდური სავარჯიშოების მეშვეობით. 

მიმართულება II -   "მუსიკა და შემოქმედებითი კალეიდოსკოპის" პროგრამის ფარგლებში, ბავშვები დააკვირდებიან მუსიკის მრავალფეროვან სამყაროს და იმას თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს მუსიკა და ცეკვა, მხატვრობა, თამაშები, სამეცნიერო ექსპერიმენტები და რაც მთავარია, სახალისო აქტივობებით თავად შეიქმნიან ფერად მუსიკალურ შთაბეჭდილებებს: ითამაშებენ, მოისმენენ, დაუკრავენ, დახატავენ, იცეკვებენ და ჩაატარებენ ექსპერიმენტებს.

მიმართულება III - სახალისო მათემატიკა
მათემატიკური პროგრამის ნაწილი შედგება აქტივობებისგან,  რომელიც ხალისით და თამაშით აძლევს მოსწავლეს საშუალებას შეიმეცნოს ცოცხალი მათემატიკა, განივითაროს ლოგიკური აზროვნება და ითამაშოს რიცხვების სამყაროში.

მიმართულება IV - ემოციური ინტელექტის პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან და განცდებთან გამკლავების ტექნიკებს როლური თამაშების და სახალისო აქტივობების საშუალებით. კურსი მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: წარმატება, ძალისხმევა, დისციპლინა, სინდისი, დანაშაულის შეგრძნება, ბრაზი, შიში, საკუთარი საზღვრების დაცვა და მოლაპარაკების ტექნიკები და სხვა.

მიმართულება V - სპორტული აქტივობების  პროგრამა გარდა ფიზიკური დატვირთვისა, გათვლილია სპორტის მეშვეობით შემდეგი სოციალური უნარების გამომუშავებაზე:  გუნდურობა, მიზანდასახულობა, მოტივაციის და თვითრწმენის ამაღლება და სხვა.

ზემოთ აღწერილ კომბინირებულ პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტები.  ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 
პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან - 14:00 სთ-მდე.
მე-3 და მე-4 კლასების ზაფხულის პროგრამის გადასახადია  1200 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).   
ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)




***** მე-5 / მე-6  და მე-7 / მე-8 კლასებში გადამსვლელი მოსწავლეების კომბინირებული პროგრამა შედგება: წიგნიერების, ინგლისურის, ხელოვნების, სპორტული აქტივობის და სახალისო მეცნიერების მიმართულებებისგან.


---წიგნიერების მიმართულება: წიგნიერების პროგრამის შეხვედრები მიზნად ისახავს სასწავლო და სახალისო აქტივობების ინტეგრირებით მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვიძებას; მოსწავლეები გაეცნობიან მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ საყმაწვილო ლიტერატურას; აღმოაჩენენ ჟანრებს, გაითავისებენ მხატვრული წერის თავისებურებებს და მიღებულ თეორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით თავად შექმნიან მრავალფეროვან მხატვრულ ნაწარმოებებს; აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი წერისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში აუდიო-ვიზუალური საშუალებების ინტეგრირებით მოსწავლეებისთვის ლიტერატურის შემეცნება მეტად სახალისო და საინტერესო პროცესი გახდება. შეხვედრების განმავლობაში მოსწავლეები განივითარებენ პრეზენტაციულ და კოლაბორაციულ უნარ-ჩვევებს, რაც დიდ როლს ითამაშებს დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესში.


---ინგლისურის მიმართულება: შემეცნებით-სახალისო აქტივობები და თამაშები მორგებულია ამ ასაკობრივი კატეგორიის უნარებსა და შესაძლებლობებზე. მეთოდოლოგია ითვალისწინებს ბავშვის ლექსიკური მარაგის, ფრაზეოლოგიის, გრამატიკის ცოდნის დახვეწას და გააქტიურებას სახალისო ფიზიკური და გუნდური სავარჯიშოების მეშვეობით. 


---სპორტის მიმართულება: ზაფხულის პროგრამის ფიზიკური აქტივობების არჩევანი მოიცავს სპორტის შემდეგ სახეობებს: კალათბურთი, ფეხბურთი, ჯირითი, კლდეზე ცოცვა, მაგიდის ჩოგბურთი, ცეკვა, ფრიზბი.  სპორტული აქტივობების  პროგრამა გარდა ფიზიკური დატვირთვისა, გათვლილია სპორტის მეშვეობით შემდეგი სოციალური უნარების გამომუშავებაზე:  გუნდურობა, მიზანდასახულობა, მოტივაციის და თვითრწმენის ამაღლება. 

---სახალისო მეცნიერება: პროგრამის მიზანია გავაცნოთ და დავაინტერესოთ ბავშვები ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ჯადოსნური სამყაროთი სახალისო პროექტების, ლაბორატორიული ცდების და დაკვირვებების მეშვეობით. 

---ხელოვნება, ილუსტრაცია და პერსონაჟები - ხელოვნების თეორიისა და ხატვის საშუალებით მოსწავლეები შეიმეცნებენ მითოლოგიის პერსონაჟების სამყაროს და შექმნიან საკუთარ გმირს. 

კომბინირებულ პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები. ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 
პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე.
პროგრამის გადასახადია 1700 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება და ტრანსპორტირება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდ. ტერიტორიიდან და უკუმიმართულებით).   
ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე  მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)


***** მე-9/10 და მე-11/12  კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ყოველდღიურ ორსაათიან სესიებს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს თვითრწმენისა და მოტივაციის ამაღლებაში. 

14-18 წლამდე მოზარდებს, ვთავაზობთ მულტიმოდალურ თვითგამოხატვის და თვითგამორკვევის სამკვირიან პროგრამას "ვინ ვარ მე". მოზარდობა ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც სავსეა უამრავი გამოწვევით პიროვნულ, სოციალურ, ფიზიკურ და მენტალურ დონეზე. მათ უჩნდებათ უამრავი შეკითხვა საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ. აღნიშნული სესიები დაეთმობა თინეიჯერებისთვის აქტუალურ თემებს და პრობლემებთან გამკლავების გზებს.

შეხვედრებს გაუძღვება მერი გელაშვილი - ფსიქოტერაპიის სახლი "კამარა" და "ლივინგ მუზეუმი თბილისი"-ს ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის მიმართულებით. 

ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 
პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 11:00 სთ-დან - 13:00 სთ-მდე.
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ზაფხულის პროგრამის გადასახადია 800 ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).
ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)




Sign in to Google to save your progress. Learn more
Next
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of The G.Zaldastanishvili American Academy in Tbilisi. Report Abuse