ქალები ევროპული მომავლისთვის

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროექტი „ქალები ევროპული მომავლისთვის“ - გიწვევთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად  საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს.

პროექტის ფარგლებში ქალები მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო ტრენინგებში და შემაჯამებელ კონფერენციაში. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

აქტივობების განრიგი:

პირველი ეტაპი მონაწილეები ესწრებიან მათთვის მისაღებ დროსა და ადგილზე ერთდღიან სამკომპონენტიან ტრენინგს.

მარნეულში   - 21 მაისს

სიღნაღში  - 4 ივნისს

მეორე ეტაპი - ტრენინგებში მონაწილეებისგან შეირჩევა 30 ქალი.  ისინი მონაწილეობას მიიღებენ ივნისის ბოლოს ორდღიან გასვლით შეხვედრაში, რომელიც დატვირთული იქნება თეორიულთან ერთად პრაქტიკული სამუშაოებით.

მესამე ეტაპი - 2023 წლის ივნისში თბილისის შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება მიეცემა პროექტში მონაწილე ყველა ქალს, სადაც საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტრენინგის თემატიკა: ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები, გენდერული პოლიტიკა - ხარვეზები პრაქტიკაში, აქტიური მოქალაქეობა, თვითბრენდინგი და ლიდერობის უნარ-ჩვევები, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და წარმოება, მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგია.

პროექტის მიზანია ქალების აქტიურად ჩართვა პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ემსახურება საერთო პროდასავლური ორიენტაციისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე აქტიური ქალების თანამშრომლობას, ქალთა ქსელის ფორმალიზებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მონაწილეობა უფასოა.

შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 595211707; 591051601 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: wnfgeorgia@gmail.com

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი, გვარი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
მონიშნეთ როდის და სად ესწრებით ტრენინგს
Clear selection
რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy