დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
2023 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.

,,კანონისა და დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საკრებულოს დეპუტატებს გააცნოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში. დღეს საკრებულოს დეპუტატებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი. გასული წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველა მიმართულებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2023-ში 12 792 389 ლარის ღირებულების 132 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. 2023 წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 4 015 241 ლარი დავხარჯეთ, დახმარება კი 5 488 ბენეფიციარს გავუწიეთ. ვიმედოვნებ, რომ 2024 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები