Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
24 ივლ 2023

ქალთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა სასამართლოში გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური გამოხატვის შესახებ

თბილისში გაიმართა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ქალთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა სასამართლოში საქმის განხილვის დროს გენდერული სტერეოტიპების, მათი გავლენის და სექსისტურ გამოხატვაზე რეაგირების ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრის დროს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნილ ვაინსტაინმა ხაზი გაუსვა გენდერული სტერეოტიპების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მნიშვნელობას სასამართლო დარბაზში ქალებისთვის თანასწოროუფლებიანობის უზრუნველყოფისა და მათთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის საქმეში.

შეხვედრას 12 მოსამართლე ესწრებოდა, რომლებმაც იმსჯელეს გენდერული სტერეოტიპების და გენდერული სტერეოტიპირების რაობაზე, მათი იდენტიფიცირების გზებზე და მათთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე.

„გენდერული სტერეოტიპირება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის მიზეზია და თავად წარმოადგენს დისკრიმინაციას“ - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ექსპერტმა, ქეით ლევინმა (European Human Rights Advocacy Center (EHRAC)) გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (UN CEDAW) შესაბამისი გადაწყვეტილებების ანალიზის დროს.  

დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის ფარგლებში საკითხის გაანალიზებისას  განიხილეს აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ხაზი გაუსვეს იმ თავისებურებებს, რაც ახასიათებს გენდერულ სტერეოტიპებზე სასამართლოს მსჯელობას, დისკრიმინაციის სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით.

შეხვედრაზე მონაწილე მოსამართლეებმა ვრცლად იმსჯელეს საკუთარ გამოცდილებებზე, როდესაც თავად ისინი, როგორც ქალი მოსამართლეები, დაექვემდებარნენ განსხვავებულ მოპყრობას გენდერული სტერეოტიპების გამო. მათ აგრეთვე ერთმანეთს გაუზიარეს ის მეთოდები, რასაც იყენებენ სასამართლო დარბაზში წესრიგის შენარჩუნების და ქალთა უფლებების დასაცავად, თუმცა იმგვარად, რომ მეორე მხარისთვის ეს მიკერძოებად არ იქნეს აღქმული.

შეხვედრის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა აგრეთვე სექსისტური გამონათქვამების საკითხი, განსაკუთრებით ადვოკატების გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, მასზე რეაგირების პროპორციული ზომები და მექანიზმები და ადვოკატთა ეთიკის როლი ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის.

საბოლოოდ, მონაწილეები შეთანხმდნენ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამ საკითხზე მსჯელობის გაგრძელების საჭიროებაზე, რათა ერთობლივად იმოქმედონ გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური გამოხატვის წინააღმდეგ სასამართლოში. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
19 - 21 აპრ, 2024

შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ჟურნალისტების ცოდნის გაღრმავება ეთიკურ გაშუქებაში

.

სრულად
img
22 აპრ 2024

სასამართლო კორპორატივზმის: იტალიური გამოცდილება

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით,  სასამართლო კორპორატივიზმის თემაზე ონლაინ დისკუსია გამართეს, სადაც იტალიურ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

სრულად
img
22 აპრ 2024

მოსამართლე ტიმოთი ბალანდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მისასალმებელ სიტყვაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ბალახაშვილმა მადლობა გადაუხადა პროგრამას ამ ღირებული შესაძლებლობისთვის

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები