მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლობით დანგრეული სკოლები თბილისში - რას ითხოვენ მშობლები?

15 სექტემბერს საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა დაგვიანებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქვეყანაში მოქმედი 2 100-მდე საჯარო სკოლიდან სწავლა 200-მდე სკოლაში არ დაწყებულა. 

გასულ კვირას განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაადასტურა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი ვადაგადაცილებებია და აღნიშნა, რომ სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს ხელშეკრულებით ნაკისრ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს. იქვე მშობლებს მოთმინებისკენაც მოუწოდა და ფაქტობრივად დააანონსა, რომ უახლოესი 3-4 წელიწადი ამ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, რადგან სწორედ ეს პერიოდი სჭირდება საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას. 

მიღმა თვეობით ვადაგადაცილებებისა, არსებობს სკოლები მათ შორის დედაქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ კოვიდის დროს დაინგრა და ამ დრომდე არათუ აშენებული არ არის, არამედ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული, ასეთია ნაძალადევის რაიონში მდებარე რამდენიმე სკოლა, რომლის მოსწავლეების მშობლებმაც 15 სექტემბერს აქცია გამართეს. 

სტუმარი: ლელა რატიანი - მშობელი;