მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არაფერი დაგვიკლია“ - რატომ არ სთხოვა სახელმწიფომ დახმარება მეზობელ ქვეყნებს?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სტიქიის ძებნა-შველის ღონისძიებებში სხვა ქვეყნების დახმარების პროცესში სახელმწიფომ ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენა და „არაფერი დაუკლია“, მეზობელი სახელმწიფოებისგან დახმარების მიღების აუცილებლობა კი არ იყო. ამაზე პასუხისმგებლობას თემურ მღებრიშვილი თავად იღებს. 
მედიისთვის გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, მან პროცესები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერა.

„ჩვენ აბსოლუტურად ყოველთვის, ნებისმიერ ინციდენტზე ყველაზე უარესზე გვაქვს გათვლა. რაც შეეხება უფრო სწრაფად ჩართვას და იმას, დავაკელით თუ არა რამე, ალბათ ძალიან სუბიექტურად ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ არაფერი დაგვიკლია. ამ ყველაფრის ქრონოლოგიურად ახსნა შემიძლია: სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული, ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ იყვნენ მზად გამოსაფრენად. ქუთაისიდან მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ვერ აფრინდა ვერტმფრენი, პარალელურად, თბილისიდან ჩამოსვლა მოვასწარით. პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში აუცილებელია. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება იყოს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ სხვა ქვეყნისთვის თუნდაც ვერტმფრენით დახმარების აუცილებლობა არ იყო.

„ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო, ამის აუცილებლობა არ იყო. რომც ყოფილიყო აუცილებლობა, მაღალი რისკი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. რატომ არ გავრისკეთ - მობილიზებული გვქონდა სითბური დრონები, რომელიც აფიქსირებდა დატბორილ არეალს. ურთულესი რელიეფია, პარალელურად იყო მაღალი ძაბვის სადენები, ასე რომ, არ არსებობდა გარისკვის არცერთი, თუნდაც მცირედი შანსი რომელიც არ გამოვიყენეთ. სითბური დრონების საშუალებით აღმოვაჩინეთ ლოკაციები, სადაც ადამიანები იყვნენ გახიზნულები“,- განაცხადა მღებრიშვილმა.