Social Impact Award 2023 - სამუშაო შეხვედრები
Social Impact Award 2023-ის სამუშაო შეხვედრები იწყება!

✔️თუ ხარ 18-დან 30 წლამდე
✔️გსურს გახდე მეწარმე და ამავდროულად, დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას, მაშინ:  
- ჩაერთე პროგრამაში და გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება
- გაიმარჯვე და განახორციელე შენი იდეა
- მიიღე ფინანსური მხარდაჭერა და დაესწარი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების სამიტს ბელგრადში (სერბეთი).

სამუშაო შეხვედრები დაგეხმარებათ საკონკურსო განაცხადების უკეთ მომზადებში და პროგრამის შემდგომ ეტაპზე გადასვლაში. 

სამუშაო შეხვედრები გაიმართება 15, 16, 17 მაისს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში.

პროგრამა ხორციელდება ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა Social Impact Award-ი 19 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია ახალგაზრდების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში ახალგზარდები  გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2022 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს სამდღიან ვორქშოფების სერიას - თემები: სოციალური მეწარმეობა და იდეების გენერირება, ბიზნესმოდელი, ბიზნესგეგმა;  საკონკურსო ნაწილს - ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომელიც წელს ბელგრადში (სერბეთი) გაიმართება.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 150-მდე ახალგაზრდამ (45 გუნდი), გამოვლინდა 22 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

შეავსეთ ფორმა თუ გსურთ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
სქესი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
უნივერსიტეტი (თუ არ ხართ სტუდენტი დაწერეთ N/A) *
ფაკულტეტი (თუ არ ხართ სტუდენტი დაწერეთ N/A) *
რომელ კურსზე ხართ?  *
საკონტაქტო ნომერი *
საკონტაქტო ელ.ფოსტა *
რეგიონი *
რამეს ხომ არ დაამატებდით?
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Impact Hub. Report Abuse