საქართველოს ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა

2023-05-12

გაიდლაინები: 

USAID პროგრამა ერთიანობა მრავალფეროვნებაშია საგრანტო პროგრამის გაიდლაინი
დანართი 1.1
დანართი 1.2
დანართი 1.2.1
დანართი 1.2.2
დანართი 1.3

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ USAID პროგრამის ფარგლებში აცხადებს საქართველოს ინტეგრაციის საგრანტო პროგრამას ქვეყნის ინკლუზიური სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის და  განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული ყოველი გრანტი უნდა ემსახურებოდეს მრავალფეროვნების, თანასწორობის, ერთიანობის, კულტურული მრავალფეროვნების, საზოგადოებრივი ერთობის, უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ინტეგრაციის ხელშეწყობას და ამ საქმეში კერძო სექტორის ჩართვას.  

სავარაუდო ბიუჯეტის ჯამი: 

$4,000,000 (2023 – 2026) 

ყოველწლიურად დაფინანსებული გრანტების მოსალოდნელი რაოდენობა: 

5-10 პროექტი  

საგრანტო დაფინანსების ვადები: 

ყველა გრანტის გაცემა უნდა დასრულდეს 2026 წლის 15 დეკემბრამდე  

გრანტებზე გადაწყვეტილების მიღების ვადები: 

გრანტების გაცემაზე გადაწყვეტილებები მიიღება კვარტალში ერთხელ 

საგრანტო დაფინანსების კომისიის სხდომათა თარიღები და  განაცხადების მიღების ვადები: 

განაცხადის მიღების ვადები       

 

28 ივნისი  - 29 სექტემბერი 

30 სექტემბერი - 29 დეკემბერი 

30 დეკემბერი - 29 მარტი 

30 მარტი - 28 ივნისი 

საგრანტო დაფინანსების კომისიის სხდომების თარიღები 

 

30 იანვარი 

29 მარტი 

28 ივნისი 

27 სექტემბერი 

ქვეგრანტის გაცემის ვადა: 

18 თვემდე  

გრანტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 

$ 120,000 * 

 

სამიზნე ჯგუფები: 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია, კერძო სექტორი, კერძო უნივერსიტეტები, სტარტაპები და სხვ. 

საგრანტო დაფინანსების სახეები: 

ფიქსირებული გრანტის გაცემა, საგრანტო ხელშეკრულება, ხარჯების განაწილების მიზნით საგრანტო თანადაფინანსება 

გრანტი გაიცემა პროგრამის ფარგლებში: 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, 72011422CA00003 

 

ლოტ 1 - საგრანტო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში 

  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების დონეებზე; ქართული ენის ფორმალური თუ არაფორმალური სწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესება. 
  • პოლიტიკურ პროცესებში, საჯარო კონსულტაციებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართვის წახალისება და მათი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე. 
  • მოქალაქეებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციისა და უთანასწორო მოპყრობის აღმოფხვრა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა საზოგადოებრივი ერთობის ხელშესაწყობად. 
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკის გათვალისწინების ხელშეწყობა სექტორულ საჯარო პოლიტიკასა და კანონმდებლობაში, მათ შორის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით. 
  • ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალური სოციალური დაცვისა  და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სერვისების უმცირესობებისათვის უფრო ხელმისაწვდომად ქცევა.  
  • უმცირესობების ხმის წარმოჩენა ფართო საზოგადოებრივ დისკუსიაში, დიალოგის წახალისება, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე საზოგადოებრივი ერთობის ხელშეწყობის მიზნით.  
  • მრავალფეროვნებისა და ჩართულობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, ერთიანი და შემწყნარებელი საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით. 
  • საქართველოს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვან კულტურათა შორის დიალოგის მხარდაჭერა და კულტურული კავშირების გაფართოება -- განსაკუთრებთ ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით.  
  • რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა შესახებ ისეთი მედია დისკურსის წახალისება, რომელიც არსებული სტერეოტიპების ნგრევას შეუწყობს ხელს და შეამცირებს ანტი-დასავლური პროპაგანდის მიერ მოტანილ ზიანს.  
  • სხვა საკითხები, რომლებიც შესაბამისობაშია და ხელს უწყობს, პროგრამის, საგრანტო მექანიზმის მიზნების, პრიორიტეტების და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების (AA) მიღწევას. 

ლოტ  2 - საგრანტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში 

  • ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან რეგიონებში ფინანსური და ტექნიკური დახმარება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის;   
  • ეკონომიკური ღირებულების შექმნის ციკლში ახალი კავშირების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და შიდა ბაზრის ეკონომიკური ინტეგრაციის გაუმჯობესება; 
  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSMEs) თანადაფინანსება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნეს საქმიანობა გააფართოვონ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში - ხელი შეუწყონ მიწოდების ჯაჭვების გამრავალფეროვნებას, სავაჭრო ინფრასტრუქტურის განახლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალებისთვის. 
  • ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება და კონსულტირება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისების („აწარმოე საქართველოში“; „სოფლის განვითარების სააგენტო“, „GITA“) გამოყენების გასაუმჯობესებლად.  
  • რეგიონული სტარტეპერების მხარდაჭერა - პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ბიზნეს ინკუბატორები, და სხვა. 
  • ბიზნესის განვითარების უნარებისა და ფინანსურ საკითხებში წიგნიერების გაუმჯობესების ხელშეწყობა რეგიონული მეწარმეებისთვის. 
  • ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება და მათი წახალისება პროფესიული განათლების სისტემაში ჩასართავად. 
  • პროფესიული განათლების დაწესებულებების მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად; ახალი მექანიზმების შემუშავება პროფესიული განათლების სისტემაში მათი ჩართულობის გაუმჯობესებისთვის.  
  • უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბიზნეს ასოციაციების დაარსების მხარდაჭერა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე უმცირესობების წარმომადგენლებს. 
  • სამიზნე რეგიონებში ერთობლივი საკონსულტაციო პლატფორმების შექმნა პროფესიული განათლების დაწესებულებებსა და ბიზნესს ასოციაციებს შორის.   
  • პროფესიულ სასწავლებლებში ადგილობრივი შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა. 
  • მენტორობა და კავშირების გაფართოვება - უმცირესობების წარმომადგენელი მეწარმეებისა და სხვა რეგიონის მეწარმეებს შორის გამოცდილების გაზიარების და ახალი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შექმნის ხელშეწყობისთვის. 
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და სხვა რეგიონებს შორის კავშირებისა და სავაჭრო შესაძლებლობების ჩამოყალიბება და ღირებულებათა ჯაჭვების დაკავშირება.  
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSMEs) მხარდაჭერა ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტებთან (მოთხოვნებთან) ჰარმონიზაციაში, მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და ბაზრის დივერსიფიკაციის უპირატესობებისა და შესაძლებლობების გამოყენებაში. 
  • სხვა საკითხები, რომლებიც შეესაბამება საგრანტო პროგრამის მიზანსა და მიმართულებებს. 

საგრანტო შესაძლებლობაში მონაწილეობის მსურველ ორგანიზაციებს ვურჩევთ, დეტალურად წაიკითხონ საგრანტო სახელმძღვანელო - დააწკაპუნეთ pdf-ზე და მის დანართებზე, რათა დაწვრილებით გაეცნოთ საგრანტო პრიორიტეტებს, განაცხადის წარდგენის მოთხოვნებსა და განაცხადების შერჩევის პროცესს. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება უწყვეტად, ღია კარის პრინციპით, ხოლო მასში ეტაპობრივად შესაძლოა შევიდეს ცვლილებები. საგრანტო პროგრამის განახლებული ვერსია გამოქვეყნებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის ვებგვერდზე: www.una.ge. განმცხადებლის პასუხისმგებლობაა რეგულარულად შეამოწმოს ვებგვერდი, რათა დარწმუნდეს, რომ  უახლეს ინფორმაციას ფლობს საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით.  

განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ განაცხადის მიღებისკენ მოწოდების გამოქვეყნება არ წარმოადგენს დაფინანსების რაიმე გარანტიას ან ვალდებულებას საქართველოს გაეროს ასოციაციის ან USAID მხრიდან. 

აღნიშნულ საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებული კითხვები, ისევე როგორც განაცხადები, ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე -  una@una.ge-ზე (subject line  - „ინტეგრაციის საგრანტო მექანიზმი“). 

არ გამოტოვოთ შანსი, ხელი შეუწყოთ საქართველოს ინკლუზიურ სამოქალაქო და ეკონომიკურ განვითარებას!