Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავარ პროკურორს დანაშაულებრივ წარსულში სდებენ ბრალს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 დეკ.'13 / 23:35

ბრალდებები დანაშაულებრივი წარსულის თაობაზე სკანდალს აღვივებს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარშემო, რომელიც ამ პოსტზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი თვის წინ დანიშნა.

ორშაბათს საღამოს, გიგი უგულავამ, რომელსაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მერის უფლებამოსილება შეუჩერა, განაცხადა თავის სატელევიზიო გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან, რომ 2001 წელს ფარცხალაძე ყაჩაღური ქურდობისთვის იყო გასამართლებული გერმანიაში. უგულავამ განაცხადა, რომ ფარცხალაძე გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249–ე და 252–ე მუხლებით გაასამართლეს და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მუხლები მოიცავს ყაჩაღობას, ასევე ქურდობას და ძალის გამოყენებას მოპარული ნივთების შენარჩუნებისთვის. უგულავამ ასევე განაცხადა, რომ ფარცხალაძემ თავისი სასჯელი აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა.

მას შემდეგ, რაც უგულავამ ეს ბრალდება გაახმოვანა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ფარცხალაძის შესაძლო კრიმინალური წარსულის შესახებ მას ორი კვირის წინ აცნობეს, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა, რადგანაც საია ჯერ კიდევ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. კოჟორიძემ განაცხადა, რომ მან ეს ინფორმაცია ორი პროკურორისგან მიიღო, რომლებიც არ დაასახელა, რადგანაც მათ ანონიმურობის დაცვა ითხოვეს.

ფარცხალაძე, სავარაუდოდ, ამ ბრალდების საპასუხო განცხადებას სამშაბათს გააკეთებს, როგორც მისმა პრესსპიკერმა განაცხადა.

37 წლის ფარცხალაძე, რომელიც მთავარ პროკურორად 21 ნოემბერს დაინიშნა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის რეგიონში შარშან, სანამ 2013 წლის იანვარში ამ სამსახურის უფროსის მოადგილე გახდებოდა; შემდეგ იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დააწინაურეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელსაც არაფორმალურად ფინანსურ პოლიციას უწოდებენ, ფინანსური დანაშაულის გამოძიებას კურირებს.

ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ 23 დეკემბერს, რომ სხვების ბიოგრაფიებში ქექვის სანაცვლოდ, უგულავას ურჩევნია 70 მილიონი ლარის გაფლანგვასთან დაკავშირებულ კითხვაებს უპასუხოს. ხადურმა, რომელიც ფორმალურად ფარცხალაძის უფროსი იყო, როდესაც ეს უკანასკნელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მუშაობდა, განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ფარცხალაძის სავარაუდო დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებით, თუმცა დასძინა, რომ ფარცხალაძე ბოლო ათი წელია სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და მას ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენიც კი მიანიჭა.

გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებას შესაბამის სისხლის სამართლებრივ საქმეზე ინფორმაციის მიწოდება  სთხოვოს. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას ფარცხალაძეს უფლებამოსილება შეუჩეროს, სანამ საზოგადოება იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებს შეიტყობს, რისთვისაც ის სავარაუდოდ გერმანიაში გაასამართლეს.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9