Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 15 მაი.'17 / 16:39

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს გვიან ღამით თავს დაესხნენ. ინციდენტი თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა.

კლინიკაში გადაყვანის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ ლაშა თორდიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მასზე თავდასხმაში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა. თორდიას თქმით, მასზე თავდასხმა „პირადი ანგარიშსწორება“ იყო.

„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება“, - განუცხადა თორდიამ ჟურნალისტებს 15 მაისს.

ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთ-ერთ საქმეს სწავლობს თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიგურირებს და აუდიტის სამსახური ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

„საქმე ეხება ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას. პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან (ფარცხალაძემ) მოითხოვა მერიაში და გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები", - განაცხადა ლაშა თორდიამ და აღნიშნა, რომ არც ერთი მიწის ნაკვეთი არ არის შეძენილი ოთარ ფარცხალაძის მიერ, აუდიტის იმ დასკვნის მიხედვით, რის გამოქვეყნებასაც სახელმწიფო აუდიტი აპირებს.

„შესაბამისად, ამას ჩვენ ყველაფერს გამოვააშკარავებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თორდიამ.

ინციდენტის მეორე დღეს წერილი გამოაქვეყნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. განცხადებაში ფარცხალაძე აღნიშნავს, რომ „კონფლიქტის ინიციატორი თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია“ იყო. ოთარ ფარცხალაძე „დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას“ ითხოვს იმ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს.

„მე მოვითხოვ, რომ ის მასალები, რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სახელმწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძიებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ... შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის“, - ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.

ამ დროისთვის უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9