გრანტები

ზოგადი ინფორმაცია
ტექნოლოგიური კვირეულის განხორციელების კონკურსი
  • ID TW_6
  • ტექნოლოგიური კვირეულების განხორციელების კონკურსი
  • დაწყების თარიღი: 11 მარტი 2024
  • დასრულების დრო: 25 მარტი 2024 23:59

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება  ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში (საგარეჯო, ლაგოდეხი, ხულო, სამცხე-ჯავახეთის,ახალციხე, ბოლნისი, მარნეული და გარდაბანი). აღნიშნული პროექტები ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ფარგლებში.

ტექნოლოგიური კვირებულები გულისხმობს ზემოთ ხსენებულ 7 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დაინტერესებას ICT, STEAM და ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეებში ტექნოლოგიების პოპულარიზაციას და მათ შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 მარტი.. 

დოკუმენტები

საინფორმაციო დოკუმენტები

  • პროექტის აღწერა

წარსადგენი დოკუმენტები

  • პროგრამის სილაბუსი და განრიგი
  • აპლიკანტის გუნდის გამოცდილება და რეზიუმეები
  • ბიუჯეტის ფორმა