თიაქრის ჩაჭედვა

წინამდებარე გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ თიაქრის ბანდაჟები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

თიაქრის ჩაჭედვა – მდგომარეობა, რომლის დროსაც ადრე ჩასწორებული თიაქრის ჩასმა ვეღარ ხდება. გამოყოფენ ელასტიკურ და განავლოვან ჩაჭედვას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ელასტიკური ჩაჭედვა როგორც წესი, წამოიქმნება ფიზიკური დატვირთვის დროს, რომლის დროსაც ხდება თიაქრის კარის გაჭიმვა და მუცელშიგა წნევის მომატება, რაც განაპირობებს თიაქრის პარკის შემცველობის მოცულობის ზრდას.
განავლოვანი ჩაჭედვა წარმოიქმნება ნაწლავის მარყუჟების შემცელობის გადავსებით, რომელიც მდებარეობს თიაქრის პარკში.

♦♦ თიაქრის  ბანდაჟები ,,ამაზონზე” 

სიმპტომები, მიმდინარეობა

ვლინდება უეცარი მკვეთრი ტკივილი თიაქრის გამობერილობის არეში; ზოგჯერ ტკივილი იმდენად ინტენსიურია, შესაძლებელია გამოიწვიოს შოკი. თიაქრის გამობერილობა მკვრივდება, ხდება მკვეთრად მტკივნეული, ჩასმა შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ ვლინდება რეფლექტორული ხასათის ღებინება. შემდეგში ნაწლავთა პროგრესული გაუვალობის დროს ჩნდება მუცლის ასიმეტრია, შეტევითი ტკივილი, ღებინება შეგუბებითი შიგთავსით. ნაწლავის კედლის ნეკროზის განვითარების შემდეგ პროგრესირებს პერიტონიტის სიმპტომატიკა.
განასხვავებენ ასევე ტიპიურ, რეტროგრადულ და კედლისმიერ ჩაჭედვას. რეტროგრადული ჩაჭედვის დროს თიაქრის პარკში წვრილი ნაწლავის ორი მარყუჟია; თავდაპირველად ნეკროზდება მათი შემაერთებელი ნაწლავის მარყუჟი, რომელიც მდებარეობს მუცლის ღრუში.
კედლისმიერი ჩაჭედვა ჩვეულებრივ წარმოიქმნება საზარდულის ან ბარძაყის თიაქრის დროს. კედლისმიერი ჩაჭედვის დიაგნოზი ხშირად გართულებლია, ვინაიდან ნაწლავის გაუვალობისათვის დამახასიათებელ სიმპტომატიკა არ ვლინდება. ასეთი ჩაჭედვის ძირითადი ნიშანია: მტკივნეულობა თიაქრის კარის არეში და მცირე მტკივნეული წარმონაქმნი.

დიაგნოზი

დადგენა რთული არ არის. სირთულეები წარმოიქმნება მრავალკამერიანი თიაქრის დიაგნოსტირების დროს, როდესაც იჭედება ერთ-ერთი კამერა (ხშირად ჭიპის ან ოპერაციის შემდგომი თიაქარი). უკანასკნელ შემთხვევაში დიაგნოსტირება ხდება მტკივნეული წარმონაქმნის არსებობის, ასევე ანამნეზური მონაცემების მიხედვით. მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს ვლინდება ნაწლავთა მწვავე გაუვალობის ნიშნები.

მკურნალობა

ოპერაციულია. სასტიკად უკუნაჩვენებია ჩასწორება, ნარკოტიკების, სპაზმოლიტიკების მიღება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოყნის გაკეთება.
ლეტალობამ თიაქრის ჩაჭედვის დროს, რასაც თან ახლავს ნაწლავის ნეკროზი, შესაძლოა მიაღწიოს 15 – 20%-ს. ეს მიუთითებს გეგმური თიაქარკვეთის აუცილებლობაზე მოხუცებშიც კი.


თიაქრის ჩაჭედვალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 თიაქრის ჩაჭედვა – მდგომარეობა, რომლის დროსაც ადრე ჩასწორებული თიაქრის ჩასმა ვეღარ ხდება.
🔎 გამოყოფენ:
➡️ ელასტიკურ ჩაჭედვას – წამოიქმნება ფიზიკური დატვირთვის დროს, რომლის დროსაც ხდება თიაქრის კარის გაჭიმვა და მუცელშიგა წნევის მომატება, რაც განაპირობებს თიაქრის პარკის შემცველობის მოცულობის ზრდას;
➡️ განავლოვან ჩაჭედვას – წარმოიქმნება ნაწლავის მარყუჟების შემცელობის გადავსებით, რომელიც მდებარეობს თიაქრის პარკში;
💢 სიმპტომები მოიცავს:
📎 უეცარი მკვეთრი ტკივილი თიაქრის გამობერილობის არეში;
📎 თიაქრის გამობერილობა მკვრივდება;
📎 ნაწლავთა პროგრესული გაუვალობა;
📎 ღებინება შეგუბებითი შიგთავსით და სხვა
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად სტატიიდან – https://shorturl.at/fzMRT
#თიაქარი #ცრუთიაქარი #ჭეშმარიტითიაქარი #თიაქრისჩაჭედვა #ელასტიკურიჩაჭედვა #განავლოვანიჩაჭედვა #საზარდულისთიაქარი #საკეისროკვეთა #საზარდულისთიაქრისმკურნალობა #უეცარიტკივილი #ღებინება #გაუვალობა #რაარისთიაქრისჩაჭედვა #თეძოსაზარდულისნევრალგია #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>