ლავუაზიეს წრე 2024

ლავუაზიეს წრე 2024

- თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა

- თუ გსურს გახდე საინტერესო, ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი

- თუ ხარ XI-XII კლასელი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები სპეციალურად შენთვის აწყობს კონკურსს - ლავუაზიეს წრე 2024

კონკურსი გუნდურია და გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისაგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.   

თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და  ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.

*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება

 

კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ყველა ტური ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

  • ტური -  3 მარტი
  • II ტური, ფინალი - 17 მარტი

 

კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცემათ სასწავლო გრანტები ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა I ადგილზე გასულ გუნდს

9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს

4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს

*გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

 

დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.

ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარიის სკოლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატის სწავლის საფასურს 8 სემესტრის განმავლობაში.

*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.

ვაუჩერი დააფინანსებს 2024 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თეკო ძიძიგური