შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2024 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსს - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“

კონკურსის აბრევიატურა - BS

 

კონკურსის მიზანი:

ა) ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის შემსწავლელი კვლევების განვითარებასა და სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს.  

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში - 2024 წლის 2 მაისის 16:00 საათიდან – 2024 წლის 28 ივნისის 16:00 საათამდე;
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში-2024 წლის 3 ივლისის 18:00 საათამდე;
  • კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება – 2024 წლის ივლისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება – 2024 წლის ივლისი-აგვისტო;
  • გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – 2024 წლის აგვისტო;
  • საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება - 2024 წლის სექტემბერი.

 

ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები:

20 მაისი და 4 ივნისი – 11:00 საათი, დისტანციურად ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №149/ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 25 აპრილის N49 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

 

  • კონკურსის პირობები (დანართი 1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს;
  • პროექტის რეზიუმე  (დანართი 3) - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • საპროექტო წინადადება (დანართი 4)  - ქართულ და ინგლისურ ენაზე, ივსება და იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის სახით;
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში;
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში;
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 7) - ქართულ და ინგლისურ ენაზე,  ივსება და იტვირთება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 8)ივსება GMUS-ში;
  • საპროექტო განცხადების ფორმა  (დანართი 9) - გენერირება GMUS-ში;
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 10).

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
  • მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა  GMUS-ში

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს.

 

ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.

 

კონკურსის კოორდინატორები: 

რუსუდან ჯობავა - მობ: 595 04 10 42;  ელ - ფოსტა: jobava@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00);

 

თინათინ კუჭუხიძე -  +(995 32) 2 200 220 (4033) ელ- ფოსტა: t.kuchukhidze@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00).

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!