სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2024-2025 (დასრულებულია)

 

 

სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე  მეცნიერ- მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის სრულად დაფინანსებას.

სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელისთვის.

სწავლა შესაძლებელია როგორც ინგლისურენოვან,  ასევე ჩინურენოვან პროგრამებზე, თუ ფლობთ ჩინური ენის HSK Level 3 და HSK Level 4-ის დონეს (შერჩეული უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად).

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, როგორც ჩინეთის http://www.campuschina.org, ასევე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში: https://app.iec.gov.ge/, სადაც სამოტივაციო წერილის ველის შევსებისას მიიღებენ ჩინეთის სააპლიკაციო სისტემაში რეგისტრაციისათვის აუცილებელ კოდს (Agency Number).

„ჩინეთის კამპუსის“ გვერდზე შევსებული და გაგზავნილი აპლიკაციის ასლი სავალდებულოა აიტვირთოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ  მიმაგრებულ დოკუმენტში .

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  2. CV/რეზიუმე
  3. 2 რეკომენდაცია (ივსება სისტემაში http://www.campuschina.org-ზე წარდგენილი რეკომენდატორების მიერ)
  4. სამოტივაციო წერილი (ივსება სისტემაში)
  5. http://www.campuschina.org -ზე შევსებული განაცხადი.

 

იხილეთ ფიზიკური ჯანმრთელობის ფორმა

 

განაცხადების გადმოგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 7 თებერვლის ჩათვლით.

 

საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ორივე სისტემაში: https://app.iec.gov.ge/ და http://www.campuschina.org სრულყოფილად შევსებული და გადმოგზავნილი განაცხადი.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდგომ, ცენტრი იტოვებს უფლებას, ჩაატაროს გასაუბრება აპლიკანტებთან.  

 

 

 

 

«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718
განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა.

Read more
192021
22232425262728
293012345