IDFI-მ რეგიონებში ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდების შესახებ ტრენინგები გამართა

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 ივნისი 2023

21, 22 და 23 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში გამართა ტრენინგები, თემაზე - ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები.

 

ტრენინგებს რეგიონებში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, ჟურნალისტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

ტრენინგის სესიებს უძვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი, კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი და ანალიტიკოსი, მარიამ გოგიაშვილი.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა მონიტორინგის ისეთი მექანიზმების ირგვლივ, როგორებიცაა:

 

- როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში;

- როგორ დავაკვირდეთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას;

- როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან;

- როგორ მოვითხოვოთ (ადგილობრივ) ხელისუფლებაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია.

 

გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ საქართველოში ციფრულად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევებსა და საჭიროებებს, მიიღეს რეკომენდაციები, რომლებიც პროექტების დაგგემვისა და განხორციელების ეტაპებზე მათი საჭიროებების გათვალისწინებაში დაეხმარებათ.

 

ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეებმა იმუშავეს პრაქტიკულ შემთხვევებზე და გამართეს შესაბამისი დისკუსიები.

 

ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია IDFI-ის მიმდინარე ანალიტიკური სტატიების კონკურსზე, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საჯარო მონაცემების გამოყენებით, შეუძლია მოამზადოს ანალიზი. ანალიტიკური სტატიების კონკურსის სამი გამარჯვებული შესაბამის ფულად ჯილდოს მიიღებს.

 

ღონისძიებები გაიმართა პროექტის - ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS - International Media Support) მიერ.

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023