Request edit access
RoboCup2024 Georgia
თუ გსურს გახდე საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ კი RoboCup 2024-ზე გერმანიაში გაემგზავრო, ეს ინფორმაცია შენთვის არის 👇

რობოტიკის მასშტაბურ ჩემპიონატზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო! ისტორიაში პირველად კი შიდა ჩემპიონატს ქალაქი ჭიათურა უმასპინძლებს.

🦾 კონკურსის მიზანი ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, რომელიც 13-16 ივნისს, გერმანიაში, ჩატარდება.

✅ ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

▪️კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ გუნდებს, რომლებიც დაკომპლექტებული არიან 9-დან 17-წლამდე მოსწავლეებით საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან. უშუალოდ წევრებს გარდა საჭიროა, გუნდს ჰყავდეს სრულწლოვანი მენტორი.

✅ Რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსში მონაწილე გუნდის მიერ შექმნილი რობოტი?

▪️რობოტის კონსტრუქციის მაქსიმალური დასაშვები ზომებია - 20x20x20 სმ.

▪️რობოტი უნდა იმართებოდეს/კონტროლდებოდეს ავტომატურად. დისტანციურად, ხელით, ინფორმაციული (სენსორით, კაბელით და ა.შ) მართვა აკრძალულია.

▪️ყველა რობოტი აღჭურვილი უნდა იყოს სახელურით ისე, რომ მისი გადაადგილება შეიძლებოდეს მისი დაზიანების გარეშე.

▪️რობოტს უნდა ჰქონდეს ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი მსაჯისთვის მკაფიოდ ხილულ ადგილას, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული გაშვებისა და დასრულების დროს.

💥 კონკურსი ჭიათურის მულტიუნქციური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

🎯 გამოიყენე შანსი მოხვდე რობოტიკის ევროპის ჩემპიონატზე, დარეგისტრირდი: https://bit.ly/43tTFSY

📲 მეტი ინფორმაციისთვის: 571 33 33 03
🛰️ გამოგვყევით ინსტაგრამზე: instagram.com/multichiatura
🔗 გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი: bit.ly/3HKewFT
✊ ჩვენი მხარდამჭერია ჯორჯიან მანგანეზი
Sign in to Google to save your progress. Learn more
გუნდის სახელი *
მენტორის სახელი და გვარი *
მენტორის საკონტაქტო ნომერი *
მენტორის ელ.ფოსტის მისამართი *
გუნდის პირველი წევრის მონაცემები (ჩაწერეთ სახელი, გვარი და დაბადების თარიღი) *
გუნდის მეორე წევრის მონაცემები (ჩაწერეთ სახელი, გვარი და დაბადების თარითი)
გუნდის მესამე წევრის მონაცემები (ჩაწერეთ სახელი, გვარი და დაბადების თარითი)
რომელ ქალაქს წარმოადგენთ? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy