➡სტუდენტთა მენტორობის პროგრამა, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის პროექტია, რომლის მე-6 ნაკადი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეთან (თბილისი და ბათუმი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
➡თუ ხარ ჩამოთვლილი უნივერსიტეტების, სხვადასხვა სასწავლო მიმართულების, ბაკალავრიატის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, შენი საერთო GPA შეადგენს 2.5 ან მეტს, ხარ მოტივირებული და მოუთმენლად ელოდები ყოველ ახალ შესაძლებლობას, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.
➡პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომელიც შეირჩევა სტუდენტის და მენტორის პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით. შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება სტუდენტის არჩევანიც. მენტორები ერთი სემესტრის განმავლობაში გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. პროგრამის მე-6 ნაკადი დაიწყება ოქტომბრის შუა რიცხვებში.
➡ პროგრამის დეტალური ინფორმაციისთვის და მოლოდინებისთვის, გაეცანით პროგრამის აღწერას შემდეგ ბმულზე:
https://sites.google.com/view/mentorship-program-vi?usp=sharing