ანალიტიკოსი - კორპორატიული სარეაბილიტაციო კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

  • მიიღებ და დაამუშავებ კლიენტის საკრედიტო განაცხადებს;
  • გაანალიზებ კლიენტების ფინანსური მაჩვენებლებს და შესაბამისად მოამზადებ სრულყოფილ სასესხო პროექტებს;
  • მოამზადებ ფინანსურ მოდელებსა და განსაზღვრავ საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებს;  
  • შეაფასებ პროექტების რისკიანობას;
  • დააორგანიზებ გირაოს შეფასების პროცესს და აღნიშნული პროექტში სწორად ასახვას;
  • საკრედიტო კომიტეტზე წარადგენ პროექტს;
  • წარმართავ სესხის გაცემის პროცესს;
  • არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში წარმართავ პროცესს როგორც ბანკის შიდა რგოლებთან ასევე კლიენტთან.
  • რეგურალურად (კვარტალურად/ყოველთვიურად) დაამონიტორინგებ არსებული კლიენტების ფინანსური მდგომარეობის;
  • გააკონტროლებ სესხის მიზნობრიობის შესრულებას;
  • მართავ ტრანშების ან საკრედიტო ხაზების ათვისებას;
  • მოამზადებ სხვადასხვა რეპორტებს ბანკში არსებული სტანდარტების  შესაბამისად;
     

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და ACCA ჩაითვლება უპირატესად);
  • ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსების ცოდნა;
  • ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
  • თუ ხარ ენერგიული;
  • გაქვს კარგად გამოხატული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი - შეგიძლია დაამყარო ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან და კლიენტებთან;
  • არ გეშინია გამოწვევების და ხარ მიზანდასახული;
  • კრიტიკულ სიტუაციებში შეგწევს უნარი, სწრაფად მოაგროვო ინფორმაცია, მიიღო გადაწყვეტილება / ან მოამზადო შესაბამისი პირისთვის სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად;
  • გაქვს უნარი სიახლესა და ცვლილებაში დაინახო ახალი შესაძლებლობები;    
  • ხარ პროაქტიული და არ ელოდები სხვის მითითებებს;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული, სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს და ყოველთვის გაქვს კონკრეტული გეგმა დასახული მიზნების მისაღწევად.

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint