You are on page 1of 122

საქმე №3/364-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

21 ოქტომბერი, 2021 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია


მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი მარიამ ნადირაშვილი

მოსარჩელე - ლ----------------ე

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო


წარმომადგენელი - ნათია მახათაძე

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების


განხორციელების დავალება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ზიანის
ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016


წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ----------------ეს
უარი ეთქვა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად ჩარიცხვაზე;

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ


საბჭოს, დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ----------------ე ჩარიცხოს
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (დაზუსტდა მოსარჩელის 30.06.2021წ. განცხადებით
(რეგ. №4797091, 01.07.2021წ.), იხ. ტ. II. ს.ფ. 249);

1
1.3. დადგინდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლ----------------ის
მიმართ გამოხატვის თავისუფლების დაუშვებელი ხელყოფისა და
დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი;

1.4. დაეკისროს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლ----------------ის


მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება, 1 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი


დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით აღნიშნა, რომ არ არსებობს
სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

2.2. მოპასუხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა წარმოდგენილი


შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი
სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების
მიღების უფლებამოსილება გააჩნია 2020 წლის 1 სექტემბრიდან. შესაბამისად,
იუსტიციის უმაღლესი სკოლა არ მონაწილეობდა იმ კონკურსებში, რომლებიც
მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი. მისივე განმარტებით, იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის
დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს კანონის 6612 მუხლის თანახმად, სკოლაში მიღება ხდება კონკურსის
წესით.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. ლ----------------ე მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს


2013 წლის 1 ნოემბრის №1/170 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსში.

2014 წლის 18 მარტს შედგა ხმის მიცემის ბარათების შეჯამების ოქმი, რომლის
თანახმად, ლ----------------ემ მიიღო საბჭოს 5 წევრის ხმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 18 მარტის №1/28


გადაწყვეტილებით, ლ----------------ე არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში
იუსტიციის მსმენელად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 1 ნოემბრის
№1/170 გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 232);

2
- ლ----------------ის ელექტრონული განცხადება, თანდართული დოკუმენტებით (ტ.
II. ს.ფ. 238-240);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2013 წლის 6 დეკემბრის
№1/208 გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 233-234);
- იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის 2015 წლის 13 მაისის შეფასება (ტ. II, ს.ფ.
218-231);
- 2014 წლის 18 მარტის ხმის მიცემის ბარათების შეჯამების ოქმი (ტ. II, ს.ფ. 235-236);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 18 მარტის №1/28
გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 237).

3.2. ლ----------------ე მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს


2014 წლის 8 დეკემბრის №1/105 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსში.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ ლ-


---------------ესთან გასაუბრების ეტაპი ჩაატარა 2015 წლის 13 მაისს, რაც დაფიქსირდა
აუდიო/ვიდეო ჩანაწერის სახით.

2015 წლის 13 მაისს განხორციელდა იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის - ლ-------


---------ის შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მორალური რეპუტაცია, 2.
პიროვნული თვისებები, 3. კვალიფიკაცია, 4. პიროვნული უნარ-ჩვევები, 5.
მტკიცების და გამოხატვის უნარი, 6. ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და
გადაწყვეტილების მიღების უნარი. საბჭოს 14 წევრიდან 11 წევრის მიერ ლ-------------
---ე შეფასდა დადებითად.

2015 წლის 25 მაისს შედგა ბიულეტენების შეჯამების ოქმი, რომლის თანახმად, ლ-----
-----------ემ მიიღო საბჭოს 2 წევრის ხმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 მაისის №1/51


გადაწყვეტილებით ლ----------------ე არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში
იუსტიციის მსმენელად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2014 წლის 8 დეკემბრის
№1/105 გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 201);
- ლ----------------ის 2015 წლის 6 იანვრის განცხადება, თანდართული
დოკუმენტებით, მათ შორის, რეკომენდატორების მიერ შევსებული კითხვარით (ტ. II.
ს.ფ. 210-216, 242-243, 245-247);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2015 წლის 11 მაისის №1/48
გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 202-203);
- ლ----------------ესთან 2015 წლის 13 მაისის გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩანაწერი,

3
CD დისკის სახით (ტ. II, ს.ფ. 244);
- იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის 2015 წლის 13 მაისის შეფასება (ტ. II, ს.ფ.
218-231);
- 2015 წლის 25 მაისის ბიულეტენების შეჯამების ოქმი (ტ. II, ს.ფ. 204-208);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 მაისის №1/51
გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 209).

3.3. ლ----------------ემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი


საბჭოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №1/160 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 3 ოქტომბრის №1/259


გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსის
მეორე ეტაპზე დაშვებულ იქნა 105 კანდიდატი, მათ შორის, ლ----------------ე.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ლ-----


-----------ესთან გასაუბრება ჩატარდა 2016 წლის 5 ოქტომბერს, რაც დაფიქსირდა
აუდიო/ვიდეო ჩანაწერის სახით.

2016 წლის 5 ოქტომბერს განხორციელდა იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის - ლ-


---------------ის შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მორალური რეპუტაცია, 2.
პიროვნული თვისებები, 3. კვალიფიკაცია, 4. პიროვნული უნარ-ჩვევები, 5.
მტკიცების და გამოხატვის უნარი, 6. ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და
გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამასთან, საბჭოს 14 წევრიდან 9 წევრის მიერ ლ----
------------ე შეფასდა დადებითად.

2016 წლის 31 ოქტომბერს შედგა ბიულეტენების შეჯამების ოქმი, რომლის თანახმად,


ლ----------------ემ მიიღო საბჭოს 2 წევრის ხმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/273


გადაწყვეტილებით ლ----------------ე არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში
იუსტიციის მსმენელად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №1/160
გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 160);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის №1/253
გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 161).
- ლ----------------ის 2015 წლის 17 ნოემბრის განცხადება, თანდართული
დოკუმენტებით (ტ. II. ს.ფ. 174-186);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის

4
მსმენელთა შესარჩევი კონკურსის სამდივნოს მოხსენებითი ბარათი (ტ. II, ს.ფ. 162-
163).
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 3 ოქტომბრის №1/259
გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 164-165);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის
მსმენელთა შესარჩევი კონკურსის სამდივნოს მოხსენებითი ბარათი (ტ. II, ს.ფ. 166-
167)
- ლ----------------ესთან 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრების აუდიო/ვიდეო
ჩანაწერი, CD დისკის სახით (ტ. II, ს.ფ. 244).
- იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის 2016 წლის 5 ოქტომბრის შეფასება (ტ. II, ს.ფ.
187-200);
- 2016 წლის 31 ოქტომბრის ბიულეტენების შეჯამების ოქმი (ტ. I, ს.ფ. 168-172);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/273
გადაწყვეტილება (ტ. II, ს.ფ. 173).

3.4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 ივნისის №357-03 (რეგ.
№4762928, თარიღი: 22.06.2021წ.) წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 4 ნოემბრის №1/170 გადაწყვეტილებით
გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მისაღები კონკურსის
ფარგლებში საბჭოს წევრების მიერ კანდიდატთა შეფასების ფურცლები იწარმოებოდა
ელექტრონული სისტემის გამოყენებით. 2014 წლის სექტემბრის თვეში, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სერვერზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, დაიკარგა ამ
პერიოდამდე არსებული როგორც ვიდეო/აუდიო, ისე ფაილური კატალოგების სახით
ნაწარმოები ჩანაწერები, მათ შორის, 2013-2014 წლების იუსტიციის უმაღლესი
სკოლის მსმენელთა მისაღებ კონკურსებში მონაწილე მსმენებლობის კანდიდატთა
შეფასების ფურცლები და გასაუბრების ჩანაწერები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 ივნისის №357-03 (რეგ.
№4762928, თარიღი: 22.06.2021წ.) წერილი (ტ. II, ს.ფ. 159).

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის,


სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად,
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა
დაკმაყოფილდეს.

5
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია,


საქართველოს კონსტიტუცია (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია),
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი,
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (სადავო
პერიოდში მოქმედი რედაქცია).

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14


მუხლი ადგენს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და
თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის
გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური
თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული
უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა
ნიშნისა.

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს


დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით,
კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილი,
ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის,
ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა;
დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია აღნიშნული
რომელიმე საფუძვლით.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედ


რედაქციაზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით
აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური და სამართლებრივი
სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია პიროვნული
განვითარებისა და შრომის უფლებასთან.

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს


საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო 30-ე მუხლის
პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას
აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.

ადამიანთა თანასწორობის პრინციპს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-14


მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და

6
კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა,
რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის სამართლის პრინციპების და


პრაქტიკის შესაბამისია საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“. კანონის პირველივე მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მიზანია
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და
იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის,
სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი
ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის,
ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური
მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის,
სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3
მუხლის თანახმად, კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების,
ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში,
მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა
სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებს.

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად კრძალავს


ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-2
პუნქტი კი ადგენს, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან
პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ
პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს
არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა,
როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი
წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური
და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში,
ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა,
როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება,
კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ
პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს
არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა,

7
როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და
ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და
გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო
გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019


წლის 7 მაისის №ბს-171 (კ-19) განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ
„კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას,
რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის
მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. დისკრიმინაცია, არაგონივრული
დიფერენციაცია აკრძალულია ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი
გადაწყვეტილების მიღებისას. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და
თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის
ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე
უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული
ზომების მიღება. შესაბამისად, დისკრიმინაციის, თვითნებობის ყველა ფორმის
აღმოფხვრა, საჯარო მმართველობაში ადმინისტრაციული იუსტიციის
უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგს განეკუთვნება, თავად ადმინისტრაციული
მართლმსაჯულება ეფუძნება კანონის და სასამართლოს წინაშე ყველას
თანასწორობის პრინციპს, საჯარო სფეროში დისკრიმინაციის აღმოფხვრა საჭიროებს
ეფექტურ სასამართლო კონტროლს, უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს.
დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადასტურება უნდა მოხდეს ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილ მტკიცებულებათა სრულად და ყოველმხრივ
შეფასების შედეგად.

ამდენად, დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია საშუალება მისცეს


ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში
არსებულ შესაძლებლობებზე. იგი იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერ პირდაპირ
და არაპირდაპირ დისკრიმინაციას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის


უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/273 გადაწყვეტილებას და მიიჩნევს,
რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა განსხვავებული აზრის, შეხედულებების
გამოხატვის გამო, დისკრიმინაციულ მოპყრობას. კერძოდ, ლ----------------ემ,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №1/160
გადაწყვეტილებით გამოცხადებულ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის
მსმენელთა მისაღები კონკურსის ფარგლებში, 2016 წლის 5 ოქტომბრის
გასაუბრებაზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის

8
უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რაც, მისი აზრით, გახდა მის მიმართ
განსხვავებული მოპყრობისა და შესაბამისად, საბჭოს მიერ უარყოფითი
გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. აღნიშნულ მოსაზრებას უმყარებს ის
გარემოებაც, რომ მისთვის უარყოფითი შედეგით დასრულდა 2013 და 2014 წლებში
გამოცხადებული იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები
კონკურსებიც, რომლებშიც გამოთქმული ჰქონდა კრიტიკული მოსაზრებები
სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. მოსარჩლის მოსაზრებით, მიუხედავად
იმისა, რომ სამივე კონკურსში სრულად შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და
სკოლაში ჩარიცხულ პირებთან შედარებით ჰქონდა უპირატესობა - დოქტორის
ხარისხი, არ მოხდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვა,
სწორედ მის მიერ გამოთქმული კრიტიკული შეხედულებების გამო.

ამდენად, დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შეფასდეს


ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან
მოსარჩელის მიმართ განსხვავებული აზრის, შეხედულებების გამოხატვის გამო,
დისკრიმინაციულ მოპყრობას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან
მხარეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ 2013-2014 წლებში ჩატარებული კონკურსების ფარგლებში
მიღებული გადაწყვეტილებები, სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ
შეაფასებს მათ კანონიერებას. სასამართლო 2013-2014 წლების კონკურსებში
მიღებულ გადაწყვეტილებებს შეაფასებს იმ კუთხით, თუ რამდენად შეიძლება
ჩაითვალოს დისკრიმინაციად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვაზე მესამე
უარი წინა ორ უართან ერთად, ასევე, წინა კონკურსებში კონკურსანტის მიერ
გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს გავლენა ხომ არ მოუხდენია სადავო
კონკურსის შედეგზე.

6.2. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო


პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით,
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო
სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის
მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის
მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის
აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ
მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების
თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით
ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს,
მომავალში მოუწევს საქმიანობა.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში


მოქმედი) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლაში იუსტიციის
მსმენელად მიღება ხდება კონკურსის წესით, ხოლო მე-13 მუხლის მიხედვით,

9
სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა
რეგისტრაცია, იუსტიციის მსმენელად შერჩევის კრიტერიუმები და კონკურსის
ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით.

სასამართლო განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი


საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდება“, რომლის
81 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. პირველ
ეტაპზე კანდიდატების შერჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის
საფუძველზე, ამ კანდიდატების დაუსწრებლად. მეორე ეტაპზე გასვლის უფლება
ეძლევა კანდიდატს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით
მიეცა დადებითი შეფასება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ საჭიროების
შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გასაუბრებაზე
მოიწვიოს მხოლოდ მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები.

სასამართლო განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების 81 მუხლის


პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის შერჩევა ხდება
წესდების მე-8 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. თავის
მხრივ, მე-8 მუხლი დეტალურად აწესრიგებს სკოლაში მსმენელობის კანდიდატის
შესარჩევი კრიტერიუმებსა და შეფასების წესს; კერძოდ, მითითებული მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, კანდიდატის შესარჩევი კრიტერიუმებია: ა)
საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები; ბ) მორალური რეპუტაცია; გ) პიროვნული
თვისებები; დ) პროფესიული უნარ-ჩვევები; ე) კვალიფიკაცია; ვ) მტკიცებისა და
გამოხატვის უნარი; ზ) ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების
მიღების უნარი.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებში იგულისხმება: ა)


მორალური რეპუტაცია – საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი, ზნეობრივი და
ეთიკური ნორმებისადმი დამოკიდებულება, მიუკერძოებლობა, მის მიმართ
საზოგადოების დამოკიდებულება; ბ) პიროვნული თვისებები –
გაწონასწორებულობა, სანდოობა, გულწრფელობა, კომუნიკაბელურობა, ხასიათის
სიმტკიცე, ობიექტურობა; გ) კვალიფიკაცია – მატერიალური და საპროცესო
სამართლის, სასამართლო პრაქტიკისა და მეთოდიკის, კანონის ინტერპრეტაციის
(განმარტების) მეთოდების ცოდნა, ასევე მისწრაფება სამართლებრივი ცოდნის
გაღრმავებისაკენ, პროფესიული მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი; დ)
პროფესიული უნარ-ჩვევები – პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, საქმისადმი
ერთგული დამოკიდებულება, მონდომებულობა, მუშაობის ნაყოფიერება,
პერსპექტიულობა; პირის უნარი, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები დიდი
პასუხისმგებლობით, სიფრთხილით, საფუძვლიანად, კეთილსინდისიერად და

10
საიმედოდ; მიუდგეს საქმეს გეგმიურად, ეკონომიურად, კონცენტრირებულად და
საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულებათა სხვა სფერო ჰარმონიულად შეუსადაგოს
სამსახურებრივ ვალდებულებებს; ე) მტკიცებისა და გამოხატვის უნარი – პირის
უნარი, დამაჯერებელი არგუმენტებით დაიცვას და სათანადოდ წარმოაჩინოს
საკუთარი თვალსაზრისი, რა დროსაც უნდა გამოიჩინოს კონსტრუქციულობა,
ტაქტიანობა და თვითკრიტიკულობა; ცალსახად, კომპეტენტურად, გასაგებად,
მოქნილად, კონცენტრირებულად და დამაჯერებლად გამოხატოს თავისი აზრი
როგორც ზეპირად, ისე წერილობით; შემოიფარგლოს არსებითი განმარტებებით და
მოახდინოს პრობლემის ამომწურავი არგუმენტირება; ვ) ანალიტიკურ-ლოგიკური
აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი – პირის უნარი საქმის რთული,
უცხო გარემოებები და ურთიერთკავშირები აღიქვას სწორად; ცხოვრებისეული
ურთიერთობების სოციალური, ეკონომიკური და სხვა არაიურიდიული ფონის
გათვალისწინებით, პროფესიული ცოდნის გამოყენებით გაანალიზოს და
ლოგიკურად მოაწესრიგოს ისინი; კონცენტრირება გააკეთოს საქმის არსებით
გარემოებებზე; სათანადო მომენტში საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს სწორი
და საფუძვლიანი გადაწყვეტილება.

მე-3 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატების შერჩევისას გამოიყენება შემდეგი სახის


შეფასებები: ა) აჭარბებს მოთხოვნებს შესამჩნევად; ბ) აჭარბებს მოთხოვნებს
ნაწილობრივ; გ) შეესაბამება მოთხოვნებს; დ) შეესაბამება მოთხოვნებს ნაკლებად; ე)
არ შეესაბამება მოთხოვნებს. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, პიროვნული თვისებების
კრიტერიუმის მიხედვით, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია სხვა კრიტერიუმების შეუფასებლად
მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აპელირებს 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრების


ეტაპზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე, შესაბამისად, საკითხის სწორად
შეფასების/გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია უშუალოდ მოსარჩელესთან
ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობა და გასაუბრების შინაარსი. გასაუბრების
ჩანაწერის თანახმად, კანდიდატმა გასაუბრებაზე თავის ნაშრომებსა და კვლევებს
შორის ხაზგასმით მიუთითა „მოსამართლის გამოხატვის უფლებასთან“
დაკავშირებით ჩატარებული კვლევაზე. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგთან
დაკავშირებით დასვა შეკითხვა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა და მიუთითა კანდიდატს,
იდენტიფიცირების გარეშე, ესაუბრა კვლევის შედეგზე, თუმცა კითხვაზე პასუხის
გაცემისას კანდიდატმა თავად დაიწყო საუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოს
თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ამასთან, საგულისხმოა ის
გარემოებაც, რომ, მიუხედავად კონკრეტულ თემაზე კონკურსანტის მიერ საუბრის
დაწყებისა, საბჭოს წევრების მხრიდან საკითხს შემდგომი განვითარება არ მოჰყოლია.
გასაუბრებაზე არც მითითებული საკითხის ირგვლივ და არც სხვა საკითხზე საბჭოს
წევრების მიერ არ დასმულა იმგვარი შეკითხვა, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა

11
რწმენას, რომ საბჭოს წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის მიმართ
განსხვავებულ მოპყრობას, მის მიერ ამ ან/და წინა კონკურსებში გამოთქმული
კრიტიკული მოსაზრებების/შეხედულებების გამო. ამასთან, სასამართლო საკითხის -
წინა კონკურსებში კონკურსანტის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს
გავლენა ხომ არ მოუხდენია სადავო კონკურსის შედეგზე - შეფასებისას, ყურადღებას
მიაქცევს ლ----------------ის მიერ 2014 წლის კონკურსის ფარგლებში ჩატარებული
გასაუბრებისას გამოთქმულ პოზიციას. კერძოდ, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა
მოსარჩელეს ჰკითხა მოსაზრება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან
(პირველi კონკურსის უარყოფით შედეგთან) დაკავშირებით, დისკრიმინაციულად
ხომ არ მიაჩნდა ის. კონკურსანტმა უპასუხა, რომ, პირველი კონკურსის გასაუბრებაზე
გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, ხმები მიიღო მხოლოდ საბჭოს
არამოსამართლე წევრებისგან, თუმცა დისკრიმინაციის ფაქტზე ვერ ისაუბრებდა,
ვინაიდან მისი ოჯახის წევრი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა იმავე
კონკურსის შედეგად.

საგულისხმოა, რომ მოსარცელეს გასაუბრებისას დასმული შეკითხვების შინაარსთან


და ფორმულირებასთან, ასევე, უშუალოდ გასაუბრების პროცესის
მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს არც უშუალოდ
საბჭოს წევრებთან და არც სასამართლოში, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის
კი არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საბჭოს წევრების ქმედებას, მათ შორის, დასმული
კითხვის ფორმულირებასა და ხასიათს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანდიდატთან
დასასმელი შეკითხვები წინასწარ გაწერილი არ არის რომელიმე ნორმატიული აქტით
და კომისიის წევრი ინდივიდუალურად განსაზღვრავს კანდიდატის მიმართ
დასასმელ შეკითხვას, შეკითხვაზე მიღებული პასუხის გაანალიზების შედეგად კი
უყალიბდება მოსაზრება რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი მოთხოვნებს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლომ, საკითხის გადაწყვეტის დროს, არ


გაიზიარა მოსარჩელის შუამდგომლობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხულ
კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციისა და გასაუბრების მასალების
გამოთხოვის აუცილებლობაზე და მიუთითებს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის №ბს-171 (კ-
19) განჩინებას. მითითებული განჩინების თანახმად, „იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ცალკეული კანდიდატის მოსამართლედ განმწესების თაობაზე გადაწყვეტილებას
იღებს ამ კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და
კეთილსინდისიერების ნიშნით. შესაბამისად, განსხვავებულია გასაუბრებისას
კანდიდატებთან დასმული კითხვების შინაარსი, ფორმულირება და რაოდენობა.
ამდენად, თითოეულ შემთხვევაში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ინდივიდუალური ნიშნით ხასიათდება. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ იმ პირობებში,
როდესაც უშუალოდ მ.ბ-ის მიმართ დასმული შეკითხვები არ მიუთითებს
დისკრიმინაციის ფაქტზე, სხვა კანდიდატთა გასაუბრების ჩანაწერები ვერ გამოდგება
მ.ბ-ის მიმართ განსხვავებული მოპყრობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

12
მნიშვნელოვანია, რომ კასატორისათვის დასმული შეკითხვები ემსახურებოდა მისი
ცოდნის, კვალიფიკაციის დონისა და ლოგიკური აზროვნების უნარის განსაზღვრას
და არა მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რის გამო სხვა
კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრების ჩანაწერების გაცნობა ვერ დაადასტურებს
მ.ბ-ის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას“.

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის №ბს-171 (კ-19) განჩინებას,
სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანდიდატის კვალიფიკაციის შეფასება
გულისხმობს პროფესიული უნარების გამოვლენასა და მათ შეფასებას,
კვალიფიკაციის მთლიანობაში შეფასების საჭიროება უშვებს საბჭოს წევრების მიერ
ისეთი შეკითხვის დასმის შესაძლებლობას, რომელზეც პასუხის გაცემა მოითხოვს
სათანადო დასაბუთებას, დასმული შეკითხვის ირგვლივ მსჯელობის განვითარებას,
ნორმის განმარტებას. კანდიდატებისათვის განსხვავებული შეკითხვების დასმა არ
ადასტურებს მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, დისკრიმინაციულ
მოპყრობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ დასმული შეკითხვების შინაარსი და ფორმა
კანდიდატს სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა მათზე პასუხის გაცემას“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019


წლის 20 ივნისის №ბს-997 (კ-18) გადაწყვეტილებაში განმარტა, „გასაუბრების ეტაპი
თავისი არსით წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ პროცესს, რომლის ფარგლებშიც
გამსაუბრებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეაფასოს მოხელის კონკრეტულ
თანამდებობაზე საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები თუ
კვალიფიკაცია. ამასთან, გასაუბრების ფორმატი გამსაუბრებელს აძლევს არა მხოლოდ
ზეპირსიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის მხედველობაში მიღების, არამედ,
აგრეთვე, შედარების საშუალებასაც, კერძოდ, გამსაუბრებელს წარმოეშობა
შესაძლებლობა მოხელისათვის კითხვების დასმის გზით შეამოწმოს მოხელესთან
დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების (მათ შორის, მოხელის ხელმძღვანელის
წერილობითი დახასიათებისა და მოხელის ინფორმაციის) შინაარსის, ანუ მასში
აღწერილი სუბიექტური ინფორმაციის ობიექტურ რეალობასთან შესაბამისობა.
კერძოდ, გასაუბრების პროცესში მოხელის მიერ გაცემული პასუხები იძლევა
მოხელის მიმართ არსებული დახასიათების სისწორის, მისი ობიექტურობისა და
რეალურობის გადამოწმების შესაძლებლობას, აგრეთვე, გამსაუბრებელს ეხმარება
გააანალიზოს და შეაფასოს ის, თუ რამდენად შეძლებდა გასაუბრების შედეგად
გამოვლენილი კონკრეტული კვალიფიკაციითა თუ პროფესიული უნარ-ჩვევებით
მოხელე საქმიანობის იმგვარად განხორციელებას, როგორც ეს ზემოაღნიშნულ
დოკუმენტებშია აღწერილი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასევე, 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრების ჩანაწერის


გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, გასაუბრების მიმდინარეობისას
კანდიდატს ჰქონდა საკუთარი პოზიციისა და მსჯელობის წარმოჩენის

13
შესაძლებლობა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გასაუბრება მიზნად ისახავდა
კონკურსანტის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონის განსაზღვრას
და არა მის ჩაყენებას არათანაბარ მდგომარეობაში სხვა კანდიდატებთან მიმართებით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაუბრებაზე დასმული შეკითხვის
შინაარსითა თუ გასაუბრების მიმდინარეობით, მოსარჩელის მიმართ
დისკრიმინაციულ მოპყრობას, მათ შორის, განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო,
ადგილი არ ჰქონია.

6.3. რაც შეეხება კონკურსის შედეგზე აპელირებით დისკრიმინაციის ფაქტის


არსებობის დადასტურებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფითი შედეგი
ავტომატურად არ გულისხმობს პირის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და
განმარტავს, კონკურსანტის გასაუბრების ეტაპზე შეფასება წარმოადგენს რა
საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკონკურსო კომისიის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას სასამართლო აფასებს
კონკურსის ჩატარება და კონკურსანტის შეფასება განხორციელდა თუ არა კანონით
დადგენილი პროცედურული წესების დაცვით (შეფასების ფორმის მიხედვით).
საგულისხმოა, რომ კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში
გაკეთებული შეფასებების ერთობლიობის და შესაბამისი შეფასების შედეგის
მიზანშეწონილობის განსაზღვრა სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი


სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის
გადაწყვეტილებას (საქმე №ბს-1312 (კ-18)), რომლის თანახმად, „...კონკურსანტის
შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ
უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლო კონტროლი
გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის
გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით
განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების
ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად
სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი.
შეფასების ფართო ველის აღიარება იწვევს გადაწყვეტილების მიღების
დისკრეციული სივრცის აღიარებას. კანდიდატების შეფასების სრული სასამართლო
შემოწმების დაშვების შემთხვევაში ეს ფუნქცია უცილობლად მთლიანად
სასამართლოში გადაინაცვლებს. კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის
იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს
ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს 21.07.11წ. გადაწყვეტილება საქმეზე, შპს „სიგმა რადიო-ტელევიზია“
კვიპროსის წინააღმდეგ (Sigma RadioTelevision LTD v. Cyprus) §153; 20.10.15წ.
გადაწყვეტილება საქმეზე „ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Fazia
Ali v. the United Kingdom) §77). დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში
მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია

14
ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ
იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს
დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეგიური
ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად
შეცვლიდა საბჭოს, გადაიქცეოდა მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო
ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ
სასამართლოს მიხედულებით.“

ამასთან, საკასაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე
№ბს-797 (კ-18)) განმარტა, რომ ,,...ექსპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება
კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის
მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან.
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების
სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების
კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ
ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას,
წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო
მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ
ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი
იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.“ „თუმცა, ასევე
აღსანიშნავია, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის
სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს
შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ
საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე
როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება
ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის
ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას,
რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის,
დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის,
თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას“ (საქართველოს უზენაესი
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის №ბს-997
(კ-18) გადაწყვეტილება).

ამდენად, პირის შეფასების შედეგად მიღებული ხმების მიზანშეწონილობის შეფასება


სცდება სასამართლო კონტროლის სფეროს, რამდენადაც საბჭოს წევრების მიერ
კონკრეტული კონკურსანტის შეფასება ეფუძნება საბჭოს თითოეული წევრის პირად
პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო
რეგულაციის მიღმა არსებობს და ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ „შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც

15
არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (კომისიის წევრის სუბიექტური შთაბეჭდილება,
პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე, საერთო შედეგების
შეფასება და სხვა). (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის №ბს-1312 (კ-18) გადაწყვეტილება).

შემთხვევაში სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე,


რომ საბჭომ ისარგებლა სკოლის წესდებით წინასწარ დამტკიცებული შეფასების
მეთოდითა და იმ კრიტერიუმებით, რომლითაც უნდა შეეფასებინა თითოეული
კონკურსანტი, მათ შორის, ლ----------------ე. შესაბამისად, საბჭომ მოსარჩელე შეაფასა
მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი
პროცედურული წესების დაცვით.

6.4. საბჭოს მხრიდან განსხვავებული მოპყრობის მტკიცების თვალსაზრისით,


უსაფუძვლოა, ასევე, მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სხვა
კონკურსანტებისგან განსხვავებით მას გააჩნდა დოქტორის აკადემიური ხარისხი, რაც
ადასტურებდა მის უპირატესობას.

სასამართლო განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-5


მუხლის თანახმად, სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს
ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც
ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან
არ არის გასული 10 წელი (დამოუკიდებელი საბჭოს 2018 წლის 24 აგვისტოს №01/25-
18 გადაწყვეტილება). აღნიშნული გამოცდის ჩაბარება კი, „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 53-ე მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუძლია 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი
იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამასთან,
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე1“
ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლება გულისხმობს როგორც
ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო
პროგრამებს. ამდენად, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ იუსტიციის
უმაღლესი სკოლის მსმენელი შეიძლება იყოს როგორც ბაკალავრიატის, ასევე,
მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის
კურსდამთავრებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც
ზემოხსენებული საკანონმდებლო ჩანაწერი მოსამართლეობის კანდიდატისთვისაც კი
არ აწესებს დოქტორის ხარისხის საჭიროებას და აუცილებელ მოთხოვნად ადგენს
მხოლოდ მაგისტრის ხარისხს, მხარის აპელირება ამ გარემოებაზე არის
დაუსაბუთებელი. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
კონკურსის გამოცხადების დროს მოთხოვნებში არ ყოფილა განსაზღვრული, რომ
კანდიდატს უნდა ჰქონოდა/სასურველი იყო ჰქონოდა დოქტორის ხარისხი ან
უპირატესობა მიენიჭებოდა ასეთი ხარისხის მქონე პირს. შესაბამისად, სასამართლოს
შეფასებით, დოქტორის ხარისხის ქონა არ წარმოადგენს დამატებით ბონუსს

16
კანდიდატისათვის იმ დროს, როდესაც ადგილი აქვს ერთიდაიგივე შეფასების მქონე
კანდიდატებს შორის გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას/აუცილებლობას.

საგულისხმოა ისიც, რომ პირის კვალიფიკაცია, რომელიც იუსტიციის მსმენელობის


კანდიდატის შესარჩევ კრიტერიუმს წარმოადგენს, გულისხმობს მატერიალური და
საპროცესო სამართლის, სასამართლო პრაქტიკისა და მეთოდიკის, კანონის
ინტერპრეტაციის (განმარტების) მეთოდების ცოდნას, ასევე, მისწრაფებას
სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებისაკენ, პროფესიული მუშაობის გამოცდილებას,
სამეცნიერო ხარისხს. ამდენად, მხარის მიერ მითითებული დოქტორის ხარისხი არის
მხოლოდ ერთი კრიტერიუმის - კვალიფიკაციის შემადგენელი ნაწილი, ხოლო
კვალიფიკაციის შემოწმება, მინიჭებული აკადემიური ხარისხის
გათვალისწინებასთან ერთად, გულისხმობს პროფესიული უნარების გამოვლენასა და
მათ შეფასებას მთლიანობაში. შესაბამისად, მხოლოდ ამ ნაწილით კანდიდატისათვის
უპირატესობის მინიჭება და სკოლაში მსმენელად ჩარიცხვა ვერ მოხდებოდა, იმ
დროს, როდესაც საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ვალდებულია
კანდიდატი შეაფასოს და მის მიმართ გადაწყვეტილება მიიღოს ყველა კრიტერიუმის
და მათი შემადგენელი ნაწილების საფუძველზე. ამასთან, თითოეული წევრის
ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობით მიიღება საბჭოს
საბოლოო გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ


დგინდება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის მიხედვით,


სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და
შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების
განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება
იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

სასამართლო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს


უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29
სექტემბრის №ას-247-235-2017 გადაწყვეტილებას, სადაც საკასაციო სასამართლომ
აღნიშნა, რომ „დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის
ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს
ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ
არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის
დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს
განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც
გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული
ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის
უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ

17
სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული
მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი
გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94,
#28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას,
რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას,
სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ
სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების
მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის
შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის
გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი
დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა
არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით,
მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში
მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი
დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების
ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების
კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან.
სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში
მკაცრად არ იყენებს affirmanti incumbit probatio პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს
ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit
probatio (ამონარიდები), Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V).“

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს


წარმოადგენდა იმ გარემოების წარმოჩენა და დასაბუთებული ვარაუდის შექმნა, რომ
მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა დაცული ნიშნის - გამოხატვის თავისუფლების
გამო განხორციელდა, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-
განმარტებების პირობებში, ვერ იქნა უზრუნველყოფილი. ამდენად, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ლ----------------ის მიმართ
დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი არ დასტურდება და ვინაიდან მოსარჩელის
მიმართ დაცული ნიშნით განსხვავებული მოპყრობა არ განხორციელებულა, რაიმე
უფლების შეზღუდვის გონივრულობაზე ან მის ლეგიტიმურ მიზნებზე მსჯელობა
საფუძველს მოკლებულია.

6.6. სასამართლო განმარტავს, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით


(წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით) არ
დადასტურდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჩივრებული
კონკურსის ფარგლებში ლ----------------ის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი,
არ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციული
ორგანოს ქმედებით მოსარჩელის მიმართ განსხვავებული და ობიექტურად

18
გაუმართლებელი (დისკრიმინაციულ) მოპყრობის გამო, ზიანის ანაზღაურების
დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის


თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები
გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე
კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს
სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის
პროპორციულად.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს


სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული


გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.
თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით,
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

მოსამართლე თამარ მეშველიანი

19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/5622-18
16 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე - თ------------------–---–ი
წარმომადგენელი - ვალ----------–-----ნი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო


წარმომადგენლები - ხ------–----–-ძე, ნ---------------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს ვერ გადალახულად
ჩაეთვალა საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე
ეტაპი - წერითი გამოცდა;

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ცვლილება შეიტანოს


მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მე-9 გრაფაში
მითითებულ მონაცემში, კერძოდ, გრაფა - ,,შედეგში“, ნაცვლად სიტყვა ,,ვერ გადალახა"
მიეთითოს სიტყვა ,,გადალახა";

1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თ-----------------–--ლს


გადასცეს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის,

1
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, ჩაბარების
დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მხარი
დაუჭირეს საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და
მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თ------------------–---–მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ ჩატარებულ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2018 წლის 21----–--- მან გაიარა
გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა და ტესტირების შედეგად მიიღო 78
ქულა, რის შემდგომაც იგი დაშვებული იქნა გამოცდის მეორე ეტაპზე - წერითი
გამოცდა. წერითი გამოცდა შედგა 2018 წლის 28----–--ს, რომელზეც თ------------------–---
–მა დააგროვა 14 ქულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


-ამონაწერი აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.2. თ------------------–---–მა წერითი გამოცდის შედეგები გაასაჩივრა 2018 წლის 31----–


---, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო ჯგუფის მიერ თ------------------–---–ის საჩივარი


არ იქნა დაკმაყოფილებული და გამოსაცდელ პირს წერით გამოცდაში არ მოემატა
არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 14 ქულით და
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მიეთითა თ--
----------------–---–ის შედეგი ,,ვერ გადალახა“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


-ამონაწერი აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 15);
-მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისი (ს.ფ. 37);
-საპრეტენზიო განაცხადების შეფასების უწყისი (ს.ფ. 38-39).

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა


საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ

2
მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა
დასკვნამდე, რომ თ------------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152
გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩატარების წესი“.

6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის


,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად
ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს,
ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება
აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის
უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან
დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი
შედეგები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია,


რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის
შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის
პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს
მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი
აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხის
მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
დებულებებთან.

ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან

3
განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და
კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება
აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე
სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად,
სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი
მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი
დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება
ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ)
ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის
ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც
მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან
შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის


ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს: დაევალოს
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ცვლილება შეიტანოს მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მე-9 გრაფაში მითითებულ
მონაცემში, კერძოდ, გრაფა - ,,შედეგში“, ნაცვლად სიტყვა ,,ვერ გადალახა" მიეთითოს
სიტყვა ,,გადალახა" და დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თ---------
--------–--ლს გადასცეს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო
გამოცდის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში,
ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.2. სასამართლო მიუთითებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს


კანონის 47-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს
(მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის
უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა
თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების
ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და
კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის


საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო
კომისიის შემადგენლობასა და დებულებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო

4
გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს 10 დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება
გამოცხადდეს გამოცდის დამთავრებამდე.

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით


დადგენილია, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს,
საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს
ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ დამტკიცებულია


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის N1/152
გადაწყვეტილებით.

მითითებული წესის პირველი მუხლის თანახმად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო


გამოცდის (შემდგომში - საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია მაღალკვალიფიციური
იურისტების შერჩევა შემდგომში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა
მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მე-4 მუხლით
დადგენილია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა (საერთო და/ან
სპეციალიზაციის მიხედვით), თარიღი, აგრეთვე საკვალიფიკაციო გამოცდასთან
დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ვადები
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. აღნიშნულის შესახებ
ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე
ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19


მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის
თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო და ერთ-ერთი სპეციალიზაციის
მიხედვით, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე წესის მე-7
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ
ეტაპად: თავდაპირველად ბარდება ტესტური გამოცდა, ხოლო შემდეგ - წერითი
გამოცდა. წერით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც წარმატებით
ჩააბარებს ტესტურ გამოცდას. ამასთან, ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩატარების წესის“ მე-10 მუხლი ადგენს, რომ გამოსაცდელი, რომელიც ტესტურ
გამოცდაში დააგროვებს 75 (სამოცდათხუთმეტ) ან მეტ ქულას, გადის შემდეგ ეტაპზე და
მას უფლება აქვს ჩააბაროს წერითი გამოცდა, ხოლო მე-19 მუხლის შესაბამისად, წერითი
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15
(თხუთმეტ) ქულას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ------------------–---–მა მონაწილეობა


მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულ მოსამართლეთა
საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის

5
სპეციალიზაციით. 2018 წლის 21----–--- მან გაიარა გამოცდის პირველი ეტაპი -
ტესტური გამოცდა და ტესტირების შედეგად მიიღო 78 ქულა, რის შემდგომაც იგი
დაშვებული იქნა გამოცდის მეორე ეტაპზე - წერითი გამოცდა. წერითი გამოცდა შედგა
2018 წლის 28----–--ს, რომელზეც თ------------------–---–მა დააგროვა 14 ქულა.

6.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს


2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად,
საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით
იქმნება საპრეტენზიო ჯგუფი. საპრეტენზიო ჯგუფის შემადგენლობას საგამოცდო
კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. ტესტური და
წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი
უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების
გადასინჯვის მოთხოვნით. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან
ორი დღის განმავლობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას.
დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება. ტესტური გამოცდის შეფასების
გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა
დააგროვა სულ ცოტა 70 (სამოცდაათი) ქულა. წერითი გამოცდის შეფასების გადასინჯვა,
როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა
10 (ათი) ქულა. საპრეტენზიო ჯგუფი შედგება 5 წევრისგან და მისი შემადგენლობა
ანონიმურია. საპრეტენზიო ჯგუფის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია
ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე
პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს
შეფასებას, რაც დასტურდება ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო კოდებით.
საპრეტენზიო განცხადებების გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების
განხილვის შედეგები შეიტანება უწყისში და დასტურდება საგამოცდო კომისიის
თავმჯდომარის ხელმოწერით.

დადგენილია, რომ თ------------------–---–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და


წერითი გამოცდის შედეგები გაასაჩივრა 2018 წლის 31----–--- საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოში.

ასევე დადგენილია, რომ საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო ჯგუფის მიერ თ--------


----------–---–ის საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული და გამოსაცდელ პირს წერით
გამოცდაში არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი
განისაზღვრა 14 ქულით და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის
შეფასების უწყისში მიეთითა თ------------------–---–ის შედეგი - ,,ვერ გადალახა“.

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის


მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად,
დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც
ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და

6
კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე
გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე


საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი
ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული
უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს
უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების
განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი
არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს


ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც
შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის
მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის
შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით
დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტის მიერ შესრულებული


წერითი დავალების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას
წარმოადგენდა და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში
ვერ შეაფასებს თ------------------–---–ის, როგორც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო
გამოცდაში მონაწილე აპლიკანტის მიმართ, წერითი გამოცდის ნაწილში, კომისიის მიერ
გაკეთებულ შეფასებას/მისთვის დაწერილ ქულას. სასამართლო განმარტავს, რომ
გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს
შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცდის ჩატარება კანონით
დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების
მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა
და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება
შეფასებული სასამართლოს მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი


სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის
გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-797 (კ-18), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ
,,საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული
ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც
სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო
ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის

7
გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს
რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა,
შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და
თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის
გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ
13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)). გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის
წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების
პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული
უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი
შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის,
თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ
მდგომარეობაში ჩაყენება (მაგ. მოფიქრებისათვის ნაკლები დროის მიცემა, გამოცდის
არასამუშაო გარემოში წარმართვა)), ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის
პროცედურული წესების დაცულობა. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ
საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის
განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი
გარემოებებით ხელმძღვანელობას (მაგ. გამომცდელი საგამოცდო კითხვას გამოცდასთან
შეუსაბამო შინაარს აძლევს, დასმული კითხვა ცდება პროგრამის ფარგლებს და სხვ.),
საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად
მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად
საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას. გამომცდელის
შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის
სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც გამომცდელის შეფასება
ემყარება მეცნიერულ-პროფესიული მოსაზრებების ისეთ აშკარა და გონივრულ ზღვარს
გადამცდარ არასწორ გააზრებასა და შეფასებას, რომლის შედეგი ყოვლად
დაუსაბუთებელი, ირაციონალური და მიუღებელია სასამართლოსათვის.“ ამავე
გადაწყვეტილებაში, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,...ექსპერტებით
დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის
თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული
მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან. დისკრეციული უფლებამოსილების
ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია
ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა
ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ
უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით
სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ
ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა
არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.“

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018


წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის

8
თანახმად, საგამოცდო დავალებების შედგენის მეთოდოლოგიისა და მისი სირთულის
დონის განსაზღვრის, დავალებების ბაზის მართვისა და ფორმირების, წერითი
დავალებების შეფასების კრიტერიუმების დადგენის, საკვალიფიკაციო გამოცდის
მონაწილეთა ცოდნის შემოწმებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების
მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია. ამასთან, მითითებული წესის 28-
ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო
შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია. ამდენად, კანონმდებელმა გამოცდების
შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი
საგამოცდო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი
წევრების მიერ, წერითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულების
მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით
საგამოცდო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის
არაეფექტურობას გამოიწვევს.

სასამართლო განმარტავს, რომ საგამოცდო კომისიის წევრების მიერ კონკრეტული


აპლიკანტის მიერ შესრულებული წერითი დავალებების (კაზუსების) შეფასება ეფუძნება
კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად
აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება
კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ საგამოცდო კომისიისთვის
დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ
კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო
მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საგამოცდო კომისიის
მიერ წერითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულის მიზანშეწონილობის
შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი
შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის
თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების
მიღების ალბათობა.

6.5. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს


2018 წლის 19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 22-ე მუხლზე, რომლითაც
განსაზღვრულია წერითი გამოცდის შედეგად შესრულებული ნაშრომის გასწორების
პროცედურა. მითითებული მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო საგამოცდო
კომისიისათვის ნაშრომის წარდგენა ხდება ნაბეჭდი სახით. გამოცდის წერილობითი
ფორმით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული გამოსაცდელი ნაშრომს აბარებს
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წარმომადგენელს. წერითი ნაშრომები
დაიშიფრება ელექტრონული სისტემის მიერ მინიჭებული კოდების (ნომრების)
მიხედვით. ნაშრომების იდენტიფიკაცია მოხდება საკვალიფიკაციო საგამოცდო
კომისიის მიერ, წერითი ნაშრომების გასწორების შემდეგ. ყოველ დავალებას ასწორებს
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული დარგის ორი სპეციალისტი,
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ შედგენილი შეფასების
სქემის მიხედვით და აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო

9
კომისიის წევრისათვის წინასწარ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდით. თუ
შეფასებები იდენტურია, შეფასების ნიშანი აისახება ელექტრონულ სისტემაში. თუ
ნიშნებს შორის სხვაობა არ აღემატება ერთს, დავალების შეფასება ხორციელდება
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა შეთანხმებით, ხოლო თუ ნიშნებს შორის
სხვაობა აღემატება ერთს, შეფასებისას გადამწყვეტია საკვალიფიკაციო საგამოცდო
კომისიის თავმჯდომარის პოზიცია. წერითი გამოცდის შედეგების შემოწმებისას
დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.
ნაშრომის გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ წერითი გამოცდის შედეგები
შეიტანება საგამოცდო უწყისში და დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის
თავმჯდომარის ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი


იქნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდისთვის შემუშავებული
შეფასების სქემა, რომლის თანახმად, ნაშრომი 5 ქულით ფასდება იმ შემთხვევაში,
როდესაც ,,მსჯელობა არის სრული და არგუმენტირებული. სწორი და ამომწურავი
პასუხი აქვს გაცემული ყველა კითხვას“; 4 ქულით - ,,პასუხში ჩანს საკითხის
გააზრებული ცოდნა. მთლიანობაში მსჯელობა სწორია, თუმცა არასრული“; 3 ქულით -
,,პასუხში ჩანს საკითხის ნაწილობრივი ცოდნა. მსჯელობა არ არის სრული, აკლია
დავალების პირობის ერთზე მეტი კომპონენტი“; 2 ქულით - ,,მოცემულია მხოლოდ
ზედაპირული მსჯელობა, აკლია დავალების პირობის უმეტესი კომპონენტები“; 1
ქულით - ,,დავალების პირობიდან მხოლოდ ერთია შესრულებული“; 0 ქულით -
,,პასუხი არაადეკვატურია, გამოსაცდელი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს“.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას წარმოდგენილი სქემის


არასანდოობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების სქემის დამტკიცების სპეციალურ წესს
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩატარების წესის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში მხოლოდ მითითებულია, რომ
ყოველ დავალებას ასწორებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული
დარგის ორი სპეციალისტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ
შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით. ამდენად, წერითი ნაშრომის შეფასების სქემის
შემუშავება საბჭოს მიერ ხდება წინასწარ, თუმცა მისი შემუშავების წესი და
პროცედურები კანონმდებლობით გაწერილი არ არის. ამასთან, შეფასების სქემა საქმის
მასალებში წარმოდგენილი იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,
სასამართლოს მიერ დავალებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების
ფარგლებში, იგი თან ერთვის შესაგებელს და დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სველი ბეჭდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის
არგუმენტაცია წარმოდგენილი შეფასების სქემის არასანდოობასთან დაკავშირებით,
სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია და ვერ იქნება
გაზიარებული.

10
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმასთან
დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი, ვინაიდან მოპასუხე მხარე
შემოიფარგლა მხოლოდ უწყისში საბოლოო ქულის მითითებით და მისთვის უცნობია
როგორც საგამოცდო კომისიის, ისე საპრეტენზიო ჯგუფის წევრების დასაბუთებული
შეფასებები მის მიერ შესრულებულ წერილობით ნაშრომთან დაკავშირებით.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის


19 მარტის N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ განსაზღვრავს მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პროცედურულ
წესებს, მათ შორის, საგამოცდო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული
გადაწყვეტილების ასახვის ფორმას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს სადავო
სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალური წესი, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩატარების წესით“ დადგენილ ნორმებთან შედარებით უპირატესობა ვერ მიენიჭება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ,
გამოცდაში მონაწილე პირთა საბოლოო ქულების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემას
და მით უფრო კომისიის წევრთა დასაბუთებელი შეფასებების გადაწყვეტილებაში
ასახვას ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ არ
ითვალისწინებს. მითითებული წესის 27-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ ტესტური
და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი
საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება ჯგუფის წევრების
საიდენტიფიკაციო კოდებით. საპრეტენზიო განცხადებების გასწორებისა და
იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების განხილვის შედეგები შეიტანება უწყისში და
დასტურდება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. ამასთან, 28-ე
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო
შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე,


სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ------------------–---–ის მიერ შესრულებული
წერითი ნაშრომის შეფასება საგამოცდო კომისიის, ხოლო შემდგომ საპრეტენზიო
ჯგუფის მიერ განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით,
შეფასების წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, როგორც
საპრეტენზიო კომისიის, ისე საგამოცდო კომისიის მიერ შედგენილი იქნა საგამოცდო
შეფასების უწყისები, რომელშიც ასახული იქნა საპრეტენზიო განაცხადის განხილვისა
და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შეფასებები. ამასთან,
უწყისები დადასტურებული იქნა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.
ხელმოწერილი უწყისები კომისიის წევრთა ანონიმურობის პრინციპის დაცვის გამო,
წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის და არ დაერთო საქმეს.

11
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი,
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცედურული წესების
დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქმედების
განხორციელების დავალების საფუძველი, რის გამოც თ------------------–---–ს უარი უნდა
ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად


ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად
დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა
მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს,
რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის
არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ
კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ
სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის
დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში
მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი


ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით
სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული
აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს
და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ
უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის
თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან
უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს,
სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით
გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს,
განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული


მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------------------–---–ის
სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა
და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და
არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

12
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,
სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე
მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც
მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ
საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის


პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს


სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული


გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის
N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში
(მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის
შეტანის გზით.

მოსამართლე მერი გულუაშვილი

13
საქმე №3/8844-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

05 მარტი, 2018 წელი ქ.


თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია


მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

მოსარჩელე - ვ---------------–-–---–ი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო


წარმომადგენელი - ხ------–----–--ე

მესამე პირი - ქ--------–--–--ე


წარმომადგენელი - თ--------------ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების


ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017


წლის 20 ნოემბრის №1---- გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017


წლის 27 ნოემბრის №1------- წერილი;

1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელახლა ჩაატაროს


გასაუბრება და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს ახალი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

1
მოსარჩელის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს დ--------------–---------------ს თანამდებობაზე დასანიშნად
გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა უშედეგოდ. 2017 წლის 27 ნოემბერს
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, რომ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ----------
-----–-–---–ის კანდიდატურა არ იქნა არჩეული დ--------------–---------------ს ვაკანტურ
თანამდებობაზე დასანიშნად.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017


წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ--------------–---------------ს
თანამდებობაზე არჩეულ იქნა ქ--------–--–--ე. მოსარჩელე მიუთითებს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს რიგი წევრების მხრიდან გამარჯვებული კანდიდატს მიმართ
მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. ამასთან, მიაჩნია, რომ დაირღვა კონკურსისა
და მისი შედეგების გამოცხადების პროცედურები, ხოლო მოსარჩელის მიმართ
დასმული შეკითხვები დაკავშირებული არ იყო მისი კვალიფიკაციის
შეფასებასთან. შესაბამისად, იგი სადავოდ მიიჩნევს მითითებულ
გადაწყვეტილებებს და მოითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭომ
ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით,
მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. მხარეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა


სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები
მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად,
არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

2.2. მესამე პირის პოზიცია:

მესამე პირის - ქ--------–--–--ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო


მოთხოვნას, გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და
აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების
მხრიდან კონკურსში მონაწილე პირების მიმართ რაიმე სახის მიკერძოებულ
დამოკიდებულებაზე. ამასთან, მოსარჩელის მიმართ დასმული შეკითხვები
დაკავშირებული იყო მისი კვალიფიკაციის შეფასებასთან და სასამართლო
მოკლებულია შესაძლებლობას ჩაერიოს შეკითხვების შინაარსში.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დ--------------–---------------ს თანამდებობაზე (№4----)
გამოცხადებულ კონკურსში ვ---------------–-–---–მა მიიღო მონაწილეობა და
2
კონკრეტულ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა განაცხადი.

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შუალედური


პასუხი №4---- ვაკანსიაზე განაცხადთან დაკავშირებით ვ---------------–-–---–ს ეცნობა
2017 წლის 14 ნოემბერს, 10:59 საათზე.

2017 წლის 15-16 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა


გასაუბრება დ--------------–---------------ს შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებთან, მათ შორის, 2017 წლის 15 ნოემბერს - ვ---------------–-–---–თან.
გასაუბრების პროცესი აისახა აუდიო-ვიდეო მასალაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- ვ---------------–-–---–ის განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-
გვერდზე (ს.ფ. 54-62);
- ამონარიდი საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 12-
13);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 08 დეკემბრის №1-----------
--- წერილი (ს.ფ. 17);
- ვ---------------–-–---–თან გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, CD-დისკის სახით
(ს.ფ. 71).

3.2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2017


წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია დ--------------–---------------ს
ვაკანტურ თანამდებობაზე დარეგისტრირებულ კონკურსანტებთან გასაუბრების
დასრულების შესახებ და ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017
წლის 20 ნოემბერს 11:00 საათზე დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე
ერთ-ერთ საკითხად გატანილი იქნა დ--------------–---------------ს კონკურსზე
დარეგისტრირებული კანდიდატების კენჭისყრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- ამონარიდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-
გვერდიდან (ს.ფ. 83);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომის
დღის წესრიგი (ს.ფ. 109).

3.3. 2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა


დ--------------–---------------ს შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების ღია
კენჭისყრა, დ--------------–---------------ს თანამდებობაზე დასანიშნად. კენჭისყრის
შედეგად, ვ---------------–-–---–მა მიიღო 0 (ნული) ხმა, ხოლო ქ--------–--–--ემ - 14 ხმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1------


გადაწყვეტილებით ვ---------------–-–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს დ--------------–---------------ს ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული
3
კონკურსის შედეგების მიხედვით, მისმა კანდიდატურამ ვერ მოაგროვა
თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი ხმათა საჭირო რაოდენობა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე დ-


-------------–---------------ს ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრით, ხმათა
უმრავლესობით არჩეული იქნა ქ--------–--–--ე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1----


გადაწყვეტილებით, ქ--------–--–--ე 2017 წლის 21 ნოემბრიდან არჩეულ იქნა დ----------
----–-------------ად, 5 წლის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომის
ოქმი (ს.ფ. 52);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1------
გადაწყვეტილება (ს.ფ. 28).
- ამონარიდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდიდან (ს.ფ.
14);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომის
ოქმი (ს.ფ. 52);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1----
გადაწყვეტილება (ს.ფ. 27).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების


მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის
შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების
შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა
უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული


კოდექსი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-
2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს რეგლამენტი“.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს


გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად

4
სასამართლოს მიმართოს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე
მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი
ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან
პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე,
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება
მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1---- და 2017 წლის 27
ნოემბრის №1------- გადაწყვეტილებები შეიცავს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, რაც მათი ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის
განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი
აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა
საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის
დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე,
კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭომ ხელახლა ჩაატაროს
გასაუბრება და ჩატარებული გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს
ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს


ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს,
გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის

5
დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები
განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე
საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო
სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის
არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-
ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის


პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს
კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების
მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა
სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს
კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა
შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და


იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს,
როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების
განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა
და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო


ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი
საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და
საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ
ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც
ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა
იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების)
ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში
არამართლზომიერი ჩარევა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და


23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ
ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და
ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“


საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე
6
სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული
ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც
თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს
ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით,
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს
პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას
და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება
ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური
თავისუფლება დაცული იქნება.

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ


უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ
ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები
კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად
სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას.

6.3. სასამართლო მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს


ორგანული კანონის 511 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა
თანახმად, მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური,
მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების
ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დ-----------
---–---------------ს სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დ--------------–---------------. დ--
------------–-------------ს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007


წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-9 მუხლის „ა1“
ქვეპუნქტითა და 271 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-


2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის
უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დ--------------–---------------ს თანამდებობის
დასაკავებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-


2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის

7
უმაღლესი საბჭო დ--------------–--------------ობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ
ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის
ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების
მქონე კანდიდატთა შერჩევას. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს
კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი
წესით გადაწყვეტილების მიღებას.

რეგლამენტის მითითებული მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები კი ადგენს, რომ


გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის
უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი
დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო
რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა
საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი
უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ
მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი
კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო
განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.

სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნევს,


რომ მოსარჩელე ვ---------------–-–---–ი წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს დ--------------–---------------ს თანამდებობის დასაკავებლად
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატს (პრეტენდენტს). მან დასაქმების
პორტალის - www.hr.gov.ge-ს საშუალებით გამოცხადებულ კონკურსზე გააკეთა
ელექტრონული განაცხადი.

ასევე, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ აღნიშნული კონკურსის ერთ-


ერთ ეტაპს წარმოადგენდა გასაუბრება, რომელიც ჩატარდა საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, 2017 წლის 15 და 16 ნოემბერს. გასაუბრება სხვა
კანდიდატებთან ერთად გაიარეს ვ---------------–-–---–მა და ქ--------–--–--ემ.
განხორციელდა გასაუბრების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომის
ოქმით დგინდება, რომ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს
გადაწყვეტილება დ--------------–---------------ს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი
კანდიდატის შესარჩევად, კერძოდ, კენჭი უყარეს 17 კანდიდატს და ამასთან,
კენჭისყრის შედეგად, ვ---------------–-–---–მა მიიღო 0 (ნული) ხმა, ხოლო ქ--------–--–--
ემ - 14 (თოთხმეტი) ხმა.

ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსში მონაწილე


კანდიდატების აპლიკაციების შესწავლის, კონკურსის გასაუბრების ეტაპზე
კანდიდატებთან გასაუბრების, მათი პროფესიული და პიროვნული
მახასიათებლების გათვალისწინებით შეფასება გამოხატა საკუთარი ხმის
მიცემით კონკრეტული კანდიდატების მიმართ. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ
8
კონკურსში ვ---------------–-–---–მა ვერ მიიღო ვერცერთი წევრის ხმა და იგი ყველა
მათგანის მიერ შეფასდა უარყოფითად. ამასთან, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობა (თოთხმეტი ხმა) მიიღო ქ--------–--–-
-ემ.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის აპელირებას საბჭოს (კომისიის)


წევრების მიერ ვ---------------–-–---–თან გასაუბრებისას დასმულ შეკითხვებთან
დაკავშირებით და განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დ--------------–-------------
ად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის
გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზი
ცხადყოფს, რომ აღნიშნული მოთხოვნები არის ფორმალური ხასიათის და იმ
შემთხვევაში თუ მათ რომელიმე კანდიდატი არ აკმაყოფილებს, ადგილი ექნება
კონკურსის პირველივე ეტაპზე მის უარყოფითად შეფასებას და იგი არ იქნება
გადაყვანილი კონკურსის მეორე - გასაუბრების ეტაპზე. შესაბამისად, სასამართლო
ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელს და აღნიშნავს,
რომ იმ პირობებში, როდესაც კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან - განაცხადების
გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებისაგან, თუ ორივე ეტაპზე მოხდება მხოლოდ
მხარის მიერ მითითებული ფორმალური კრიტერიუმებით შეფასება, ვერ
განხორციელდება კანდიდატების კვალიფიკაციის შეფასება. ამასთან,
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ასევე „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, რომლითაც არის
დარეგულირებული დ--------------–---------------ს უფლებამოსილება და მისი არჩევის
წესი, კანდიდატის მიმართ დასმული შეკითხვები უნდა ემსახურებოდეს მისი
კვალიფიკაციის შეფასებას. განსახილველ შემთხვევაში კი, არ არის
დასაბუთებული, თუ რომელი შეკითხვა იყო მოცემულ წესთან შეუსაბამო და არ
ემსახურებოდა მოსარჩელის კვალიფიკაციის შეფასებას.

მოსარჩელემ სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად, ასევე, მიუთითა


გასაუბრების ეტაპის თარიღის შეტყობინება არაგონივრულ ვადაში (7 დღეზე
ნაკლებ ვადაში), კერძოდ, მას 2017 წლის 14 ნოემბერს ეცნობა 2017 წლის 15
ნოემბერს მასთან დანიშნული გასაუბრების ეტაპის თარიღის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოსარჩელემ მონაწილეობდა
კონკურსში, წარადგინა განაცხადი და მისმა კანდიდატურამ დააკმაყოფილა
კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევის ეტაპი, შესაბამისად,
მისთვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო გასაუბრებაზე გასვლა. გარდა ამისა,
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, ამ ვადის დარღვევის მიუხედავად
მზად იყო გასაუბრებაზე გასასვლელად. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციის
გაზიარების შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება გავლენას ვერ მოახდენს კონკურსის

9
შედეგებზე.

ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგი წევრების


მხრიდან გამარჯვებული კანდიდატს მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე
(დ--------------–-------------ად არჩეული პირი იცნობდა საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს რიგ წევრებს, კერძოდ, მათთან იმყოფებოდა შრომით-
სამართლებრივ ურთიერთობაში). სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით
მოსარჩელის განმარტებები ატარებს მხოლოდ ზოგად ხასიათს, არ არის რაიმე
კონკრეტული გარემოება მითითებული. ამდენად, მოსარჩელის მითითება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან კონკურსში გამარჯვებული
კანდიდატის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ


დაასაბუთა, თუ რა პროცედურული ნორმების დარღვევით იქნა მიღებული
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ---------
------–-–---–ის კანდიდატურა არ იქნა არჩეული დ--------------–---------------ს ვაკანტურ
თანამდებობაზე.

6.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის


უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1---- გადაწყვეტილებით, ქ--------–--–--ე
2017 წლის 21 ნოემბრიდან არჩეულ იქნა დ--------------–-------------ად,
5 წლის ვადით.

სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის


უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1---- გადაწყვეტილების ბათილად
ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ
მიუთითა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
საფუძვლებზე, დაუსაბუთებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2017 წლის 20 ნოემბრის N1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა. მით
უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის მიხედვით,
აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე
უფლებასა და სარგებელს. აღსანიშნავია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ქ-
-------–--–--ე დანიშნული იქნა კონკრეტულ თანამდებობაზე და ასრულებს საჯარო-
სამართლებრივ უფლებამოსილებას.

სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს
წარმოადგენს მითითებული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების
ფაქტის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ შესაბამისი
მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მისი კანონიერი უფლებისა და
10
ინტერესისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი
ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან
გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან
გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით
გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა
კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ
საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი
კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს
აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის
უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან
დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს
ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და
უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან
ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან
დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ
ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის
მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემის ვადას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ
იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში
ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების
დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე
მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ


ვ---------------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 1
მუხლით
გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ
11
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული
ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ
საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის
მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, უსაფუძვლოა ვ----------
-----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, დაევალოს
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება და
გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს ახალი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი


ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის
შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-
ე, 257-ე, 364-ე, 369-ე და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ვ---------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ


სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში
(მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში
დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე

12
საქმე №3/4971-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

05 თებერვალი, 2018 წელი ქ.


თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა


კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

მოსარჩელე - მ-----------ე
წარმომადგენელი - მ----------------ი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო


წარმომადგენელი - ხ------–----–--ე

დავის საგანი - დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა, დისკრიმინაციული


მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დადგინდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მ---------


--ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი;

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს


მ-----------ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული
მორალური ზიანის ანაზღაურება 14 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს „-----------–----------------–---------------- თ---


-----------ს. სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ (2015 წლის
22 სექტემბერი), მან მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ
კონკურსში, მაგრამ უშედეგოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობაზე ვერ დაინიშნა.
1
მოსარჩელის მითითებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მის მიმართ
განხორციელებული განსხვავებული მოპყრობა განპირობებული იყოს ზოგადად
„-----------–----------------–----------------, მათ შორის, მ------------ის შეხედულებებითა და
სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით; მასთან
ჩატარებული გასაუბრება ემსახურებოდა არა „მოსამართლეობის კანდიდატების
შერჩევის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმებით მის შეფასებას, არამედ „---------
--–----------------–---------------- მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ
კანდიდატის დამოკიდებულების გამჟღავნებას; მის მიმართ არ დასმულა
კითხვები, რომლებიც მის კომპეტენციას თუ პროფესიულ უნარებს გამოავლენდა.
შესაბამისად, მ-----------ეს მიაჩნია, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა
დისკრიმინაციულ მოპყრობას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა


სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და
განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე ნიშნით
დისკრიმინაციას; გასაუბრების მიმდინარეობისას კანდიდატს არ
გაუპროტესტებია მის მიმართ დასმული შეკითხვების შინაარსი და განაცხადა,
რომ მსგავსი კითხვები მისთვის მისაღები იყო. მოპასუხის წარმომადგენლის
განმარტებით, „-----------–----------------–---------------- წესდების შესაბამისად,
ორგანიზაციის დამფუძნებელ მოსამართლეთა რიცხვმა შეადგინა 18, საიდანაც
2013-2016 წლებში გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში
მონაწილეობა მიიღო 14-მა მათგანმა და მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა
6 მათგანი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის №---


-- გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მ-----------ე გათავისუფლდა თ---–-----------–-–---------------–----------------–ის
თანამდებობიდან, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, 2015 წლის 22
სექტემბრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის №-----
გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 24).

3.1.2. 2015 წლის 06 ოქტომბერს სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო)


სასამართლოებში გამოცხადდა კონკურსი მოსამართლეთა ვაკანტური
თანამდებობების დასაკავებლად.
2
დადგენილია, რომ მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე 2015 წლის 06-26
ოქტომბერს დარეგისტრირდა 104 კანდიდატი და მათ შორის იყო მ-----------ე,
რომელიც მონაწილეობას იღებდა თბ--–-----------–-–---------------–------------–-----------------
–----ში მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, მოსამართლეობის შესარჩევი
კონკურსის ფარგლებში, 2015 წლის 25 დეკემბერს მ-----------ესთან მოხდა
გასაუბრება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე


მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 38
მოსამართლე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- 2015 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით, ვაკანტური თანამდებობები
სასამართლოების მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 25);
- მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე 2015 წლის 06-26 ოქტომბერს
დარეგისტრირებული კანდიდატების სია (ტ.1. ს.ფ. 26-45);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის №----------
----- წერილი და მ-----------ესთან 2015 წლის 15 დეკემბრის გასაუბრების ჩანაწერი;
(ტ.1. ს.ფ. 137, 297);
- ამონარიდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-
გვერდიდან, კონკურსის შედეგად დანიშნული მოსამართლეების შესახებ (ტ.1.
ს.ფ. 46);

3.1.3. 2016 წლის 28 აპრილს სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო)


სასამართლოებში გამოცხადდა კონკურსი მოსამართლეთა ვაკანტური
თანამდებობების დასაკავებლად.

მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე 2016 წლის 03-30 მაისს დარეგისტრირდა


131 კანდიდატი და მათ შორის იყო მ-----------ე, რომელიც მონაწილეობას იღებდა
თბ--–-----------–-–---------------–------------–-----------------–----ში მოსამართლის
თანამდებობის დასაკავებლად.

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის


14 ივლისის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად
არჩეულ იქნა 44 მოსამართლე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- 2016 წლის 28 აპრილის მდგომარეობით, ვაკანტური თანამდებობები
სასამართლოების მიხედვით (ტ.1. 47);
- მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე 2016 წლის 03-30 მაისს
დარეგისტრირებული კანდიდატების სია (ტ.1. ს.ფ. 48-76);
- ამონარიდი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-
3
გვერდიდან, კონკურსის შედეგად დანიშნული მოსამართლეების შესახებ (ტ.1.
ს.ფ. 77).

3.1.4 ა---–--–---------------–----------------–---------------- თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე


გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „-----------–----------------–---------------------–---------------–---
---------–---------–-–------------------------------------–-------–---------------. სტატიაში საუბარი
ეხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 28 სექტემბრის
გადაწყვეტილებას.

ა---–--–----------------–----------------–---------------- თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე


გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „-----------–----------------–-----------------------–-----------------
-------------–-----–------------------------–---------------------“. სტატია ეხებოდა საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე მიღებულ
გადაწყვეტილებებს და მასში საუბარი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეთა შესარჩევად
გამოცხადებული კონკურსის - განცხადების მიღების მომენტიდან კენჭისყრის
ჩათვლით, ყველა ეტაპის პროცედურული დარღვევებითა თუ
არათანმიმდევრული ქმედებებით ჩატარებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- ამონარიდები ა---–--–--ს „-----------–----------------–---------------- ოფიციალური
ვებ-გვერდიდან (ტ.1. ს.ფ. 79-83).

3.1.5. ა---–--–---------------–----------------–--------------- დაფუძნდა 2----–--–- და მასში


გაწევრიანება შეეძლო საერთო სასამართლოების სისტემის ყველა მოქმედ და
რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს. ა---–--–-ა დააფუძნა 18-მა პირმა და 2016
წლის ოქტომბრის მდგომარეობით მისი წევრების რაოდენობა შეადგენდა 33-ს.

ასევე, დადგენილია, რომ 2015-2016 წლებში რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო


სასამართლოში მოსამართლის თანამდებობები დაიკავეს ა---–--–-ა „-----------–---------
-------–---------------- წევრებმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- ა---–--–--ს „-----------–----------------–---------------- წესდება (ტ.1. ს.ფ. 106-110);
- ა---–--–--ს „-----------–----------------–---------------- 2016 წლის ოქტომბრის №-- წერილი
(ტ.1. ს.ფ. 118-119);
- მოსამართლედ გამწესების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს 2015-2016 წლების გადაწყვეტილებები (ტ.1. ს.ფ. 111-117).

3.1.6. ა---–--–--ს „-----------–----------------–---------------- 2017 წლის 17 ივლისის №--


წერილით დგინდება, რომ ა---–--–---------------–----------------–--------------- ბოლო ერთი
წლის მანძილზე დატოვა 30 წევრმა. აქედან, ერთმა მათგანმა ა---–--–-ას წევრობის
შეწყვეტის განცხადებით მიმართა 2017 წლის 16 თებერვალს, 20 წევრს ა---–--–--ს
4
წევრობა შეუწყდა მათ მიერ 2017 წლის 31 მაისს საჯაროდ გავრცელებული
განცხადებების საფუძველზე, ხოლო 9 წევრმა ა---–--–--ს წევრობის შეწყვეტის
მოთხოვნით ა---–--–-ას მიმართა 2017 წლის 01 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- ა---–--–--ს „-----------–----------------–---------------- 2017 წლის 17 ივლისის №-- წერილი
(ტ.2. ს.ფ. 19).

3.1.7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინიცირებით, აშშ-ის


საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული
პროექტის - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი
გაძლიერება (JILEP)“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, 2014 წელს შემუშავდა კურიკულუმი
თემაზე „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გენდერული თანასწორობის
გზით“. კურიკულუმის შემუშავების საწყის ეტაპზე ჩართულნი იყვნენ ქართველი
მოსამართლეები/ექსპერტები, მათ შორის მ-----------ე, ასევე, პარტნიორი
ორგანიზაციების ექსპერტები. ჩატარებულ ტრენინგებზე გამოკვეთილი
საკითხების გათვალისწინებით, 2016 წელს კურიკულუმმა განიცადა განახლება.
ექსპერტთა ჯგუფს შეემატნენ ქართველი მოსამართლე/ექსპერტები.

შემუშავებული კურიკულუმის გამოყენებით, 2014 წლიდან დღემდე (2017 წლის


18 ივლისი), იუსტიციის უმაღლესი სკოლის „მოსამართლეთა და სასამართლოს
სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამების“ ფარგლებში ჩატარდა 9 ტრენინგი.
წერილში მითითებულია, რომ ექსპერტების სიმრავლიდან გამომდინარე,
იუსტიციის უმაღლესი სკოლა მაქსიმალურად უზრუნველყოფდა მათი
ტრენინგებში ჩართულობის ბალანსს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2017 წლის 18 ივლისის №-------
წერილი (ტ.2. ს.ფ. 35-36).

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და


სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ
მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა
იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს მ-----------ის მიერ აღძრული სასარჩელო
მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად


თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
5
კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს
სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
სადავო პერიოდში მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
კანონი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09
ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილება.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის


პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების
განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით,
რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2
ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების
მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად
მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ
პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ
დისკრიმინაცია განახორციელა. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით
გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების
შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა, მორალური ან/და მატერიალური
ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნული განმტკიცებულია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის


შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, რომლის თანახმად, ნებისმიერ
პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს,
სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ,
რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და
მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა


საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - მ-----------ის
მოთხოვნა დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი და მოპასუხეს - საქართველოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალოს დისკრიმინაციული ქმედებების გამო
მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 14 ლარის
ოდენობით.

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში


6
მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის - მ-----------ის მიმართ
დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ
განხორციელდა დისკრიმინაცია, განსხვავებული აზრის გამოხატვისა და ა---–--–-ა
„-----------–----------------–-------------------ი“ კუთვნილების გამო. აღნიშნული კი
გამოიხატა იმავე გარემოებებში მყოფი პირებისაგან - სხვა კანდიდატებისაგან
განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებაში, კერძოდ, იმის გათვალისწინებით,
რომ იგი იყო ა---–--–-ა „-----------–----------------–---------------- თ--------------, ხოლო ა---–--–-ა
გამოირჩეოდა კრიტიკული შენიშვნებით სასამართლო სისტემის მიმართ,
ადგილი ჰქონდა მოსამართლის თანამდებობაზე მის გამწესებაზე უარის თქმას.

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია


ინდივიდებს მისცეს საშუალება თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ
ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. აღნიშნული
განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-14 მუხლი ადგენს,
რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური
და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,
საცხოვრებელი ადგილისა.

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს


პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი
უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ
სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე
მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ
სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ
როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე
,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან
ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის


უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი
სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება.
კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ
შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს
გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ
შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი,
შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს...
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და
ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული
7
მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე
საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ).

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი


განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა
სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად
თანასწორ პირებს შორის.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით


აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს
დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების
დაცვასთან. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს
აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი
თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების
პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა
მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში
თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის
არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის
30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის
კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას
შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს
სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების
დაცვაში.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის


მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური
და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის,
ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის,
საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის
ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის,
ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული
შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და
გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება
საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული
პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს
ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც
შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

8
სასამართლო მიუთითებს ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე,
რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი
სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი
დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ
კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო
არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა
პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად
უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც
ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა
და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და
გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში,
ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა,
როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება,
კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით
გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში
აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ
მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს,
გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება
საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ
მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები
თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14


მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და
თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის,
რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური
წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი
მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს


დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან
მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით
დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია
ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის
ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან
სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების,
ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების
მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე

9
საფუძვლით.

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის


აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა
სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ
ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ
განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული
გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა
გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს
კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული
პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ
მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და
შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება
თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და
შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად
დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-


ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს
უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც
დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა,
რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია
არ განხორციელებულა.

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი


დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ
მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და
სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის
შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ
ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც
მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის


დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი.
მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ
დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებებით. საქმეში არსებული მასალებით
დგინდება, რომ მოსარჩელე მ-----------ე 2015 წლის 22 სექტემბრიდან
გათავისუფლდა თ---–-----------–-–---------------–----------------–ის თანამდებობიდან,
უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. მან მონაწილეობა მიიღო სააპელაციო
და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ
თანამდებობებზე დასანიშნად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
ორჯერ - 2015 წლის 06 ოქტომბერს და 2016 წლის 28 აპრილს გამოცხადებულ
კონკურსებში, თუმცა უშედეგოდ. ასევე, დადგენილია, რომ მითითებულ
10
კონკურსებში მონაწილეობის დროისათვის, მ-----------ე წარმოადგენდა ა---–--–-ა „---
--------–----------------–---------------- წევრს/თ--------------ს. დადგენილ გარემოებას
წარმოადგენს, რომ ა---–--–---------------–----------------–--------------- დაფუძნდა 2----–
--–- და მის წევრებს წარმოადგენდნენ საერთო სასამართლოების ყოფილი და
მოქმედი მოსამართლეები, რომელთა ნაწილმა 2015-2016 წლის მითითებულ
კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით,
რაც დადებითად გადაწყდა რიგი კანდიდატების მიმართ.

ამდენად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს


პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015-2016 წლებში გამოცხადებულ
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე მოქმედ/ყოფილ მოსამართლეთა
დანიშვნა არ იყო დამოკიდებული იმ გარემოებაზე, კონკრეტული კანდიდატი იყო
თუ არა ა---–--–-ა „-----------–----------------–---------------- წევრი. სასამართლო მხარეთა
ყურადღებას კვლავ მიაპყრობს საქმეში არსებულ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებსა და ა---–--–-ა „-----------–----------------–--------------
-- მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლებიც ადასტურებენ ამ ა---–--–-აში
გაწევრიანებული პირების მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნას.
შესაბამისად, ასეთი გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლო
მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ა---–--–-ა „-----------–----------------–---------------- მიერ
გამოთქმული მოსაზრებების საფუძვლით მ-----------ის მოსამართლის ვაკანტურ
თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით,


რომ მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას განსხვავებული
აზრის გამოხატვის ან/და კონკრეტული ორგანიზაციისადმი კუთვნილების
ნიშნით, რაც გამოიხატა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2015 წლის
25 დეკემბერს გამართულ გასაუბრებაზე დასმული შეკითხვათა შინაარსში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009
წლის 09 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესზე და აღნიშნავს, რომ სადავო
პერიოდში მოქმედი წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება ხორციელდება ორი ძირითადი
კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე.

ამავე წესის ამავე რედაქციის მე-10 მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი


საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან ამ წესით გათვალისწინებული შეფასების
ძირითადი კრიტერიუმებით მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას
იხელმძღვანელონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის
პრინციპებით და გამოიყენონ შეფასების ერთგვაროვანი სტანდარტი ყველა
კანდიდატთან მიმართებაში. ამასთან, შეფასების ძირითადი კრიტერიუმებით
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება ხორციელდება კანდიდატის მიერ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტაციის, იუსტიციის
11
უმაღლესი საბჭოს მიერ ამ წესის შესაბამისად მოძიებული ინფორმაციისა და
მოსამართლეობის კანდიდატთან ჩატარებული გასაუბრების შედეგების
საფუძველზე.

ამდენად, კანდიდატთან დასასმელი შეკითხვები არ არის წინასწარ გაწერილი


რომელიმე ნორმატიული აქტით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
ინდივიდუალურად წყვეტს, თუ რა შეკითხვა დასვას კონკრეტული კანდიდატის
მიმართ. შეკითხვაზე მიღებული პასუხის გაანალიზების შედეგად კი
უყალიბდება რწმენა/მოსაზრება, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი
ზემოაღნიშნული წესით გათვალისწინებულ შეფასების ძირითად
კრიტერიუმებს. მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას კანონმდებლობა მას
არ ავალდებულებს, მით უმეტეს, რომ კენჭისყრა ფარულია.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2015 წლის 25 დეკემბერს


გამართულ შეხვედრაზე (გასაუბრებაზე) მ-----------ე თავად დაეთანხმა პასუხი
გაეცა ყველა შეკითხვაზე, აღნიშნა, რომ მსგავსი კითხვები მისთვის მისაღები
იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საქმეში


არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება,
როგორც მიზეზობრივი კავშირი კანდიდატის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და
მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას შორის, ასევე,
ზოგადად, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემდეგი


მტკიცებულებები და გარემოებები: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
სკოლის გადაწყვეტილება (2017 წლის 18 ივლისის წერილი მოსარჩელის
მიმართ), რომლის თანახმად, მოსარჩელე ვერ მიიღებდა მონაწილეობას
ტრენინგში თემაზე „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გენდერული
თანასწორობის გზით“; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015
წლის 21 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც 2015 წლის 22
სექტემბრიდან მ-----------ე გათავისუფლდა თ---–-----------–-–---------------–----------------–
ის თანამდებობიდან, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო; ასევე მ-----------ე
2013 წლის 9 ივნისის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე ვერ იქნა
არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; მოსარჩელის მოსამართლედ
განმწესებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
ჩატარებული საკონკურსო პროცედურისა და მის შედეგად მიღებული
გადაწყვეტილებით მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს
არ ადასტურებს. შესაბამისად, მათ სადავო საკითხთან შემხებლობა არ გააჩნიათ. 
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე
მუხლზე და აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება
შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ
შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. როგორც
12
უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლითა
და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც
თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია მოითხოვოს მორალური
ზიანის ანაზღაურება.

ამდენად, იმისთვის, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისროს მორალური ზიანის


ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ
დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ
აქვს, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ-----------ის მიმართ დისკრიმინაციული
მოპყრობა.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრება


შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის
პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი
მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს
მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და
დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს სავალდებულო პირობას
დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ
ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის
მოქმედების (უმოქმედობის). ასევე, ზიანის არსებობის შემთხვევაში უნდა
არსებობდეს მიმყენებლის ბრალი და ბრალი დადასტურებული უნდა იყოს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ანუ მოპასუხეებისათვის ზიანის
ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს აღნიშნული
პირობები კუმულაციურად: ამ პირობების ერთობლივად არსებობა წარმოადგენს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის დაკისრების იურიდიულ შემადგენლობას, რასაც
განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით
კი, როგორც უკვე აღინიშნა, დამდგარი ზიანის არსებობა საქმეში არსებული
მტკიცებულებებით საერთოდ ვერ იქნა დადასტურებული.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა


და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის


საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად,
როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე
გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

13
მ-----------ის მიერ წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილია
სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, მას უკან უნდა
დაუბრუნდეს 2016 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით
გადახდილი თანხა (ქ. თბილისი, ს------------------; საკრედიტო საგადასახადო
დავალება №-, მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; სხვა
შემოსულობები, თვითმმართველი ქალაქი თბილისი; მიმღების
ანგარიში/ხაზინის კოდი - TRESGE22; მიმღების ბანკი/ხაზინა - ქ. თბილისი,
„სახელმწიფო ხაზინა“, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150;
გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ
საკითხებზე).

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე
მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. მ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. მოსარჩელე - მ-----------ეს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 15 ოქტომბერს


სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის
ოდენობით (ქ. თბილისი, ს------------------; საკრედიტო საგადასახადო
დავალება №-, მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; სხვა
შემოსულობები, თვითმმართველი ქალაქი თბილისი; მიმღების
ანგარიში/ხაზინის კოდი - TRESGE22; მიმღების ბანკი/ხაზინა - ქ. თბილისი,
„სახელმწიფო ხაზინა“, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150;
გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ
საკითხებზე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში
(მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით
(მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი)
დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის
მომენტიდან;

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე


14
საქმე №2/2-----21

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2022 წელი თბილისი


შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე
სხდომის მდივანი თორნიკე ჯლანტიაშვილი

მოსარჩელე - ვ-–-----–-----ი
წარმომადგენელი - ი---------------ე
მოპასუხე - ს----------–-----------–-----------–--------ო
წარმომადგენელი - ნ--------------ე
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების
ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-----------–-----------–--------ოს


გადაწყვეტილება, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, ვ-–-----–-----თან
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

1.2. ვ-–-----–-----სა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის 2020


წლის 30 დეკემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს უვადო
შრომით ხელშეკრულებად;

1.3. ვ-–-----–-----ი აღდგეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს


ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ინფრასტრუქტურის ადმინისტრატორის
უფროსის პოზიციაზე;

1.4. დაეკისროს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვ-–-----–-----ის


სასარგებლოდ 2021 წლის 25 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე, იძულებითი
განაცდურის სახით ყოველთვიურად 3 800 (დასაბეგრი) ლარის გადახდა;

1
სარჩელის საფუძვლები:

ვ-–-----–-----ი 2020 წლის 1 მარტიდან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე


საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასაქმებული იყო ინფორმაციული
ტექნოლოგიების ჯგუფის ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების უფროსის
პოზიციაზე სამი თვის ვადით. მხარეთა შორის, შრომითი ხელშეკრულების ვადის
გასვლის შემდგომ, 2020 წლის 30 ივნისს, გაფორმდა ახალი შრომითი
ხელშეკრულება 6 თვის ვადით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბერს ვ-–-----–-----სა და
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმდა ბოლო შრომითი
ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო 2021 წლის 30
ივნისის ჩათვლით. ვ-–-----–-----ის სახელფასო ანაზღაურება, დარიცხული სახით,
შეადგენდა 3 800 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული შრომითი


ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ხუთი დღით ადრე, დამსაქმებელმა აცნობა,
რომ 2021 წლის 30 ივნისიდან მასთან შრომითი ურთიერთობა აღარ
გაგრძელდებოდა. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ მას დამსაქმებლისგან შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული ბრძანება, მოთხოვნის
მიუხედავად, არ ჩაბარებია.

2. მოპასუხის პოზიცია, შესაგებლის საფუძვლები:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ


ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი
საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოსა და ვ-–-----–-----ს შორის 2020 წლის 30 დეკემბერს დადებული შრომითი
ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევის თაობაზე არის დაუსაბუთებული და არ უნდა
დაკმაყოფილდეს. მოპასუხე უთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების დადება
ერთ წელზე ნაკლები ვადით დასაშვებია, თუ არსებობს ობიექტური გარემოება,
რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

მოპასუხის განმარტებით, ვ-–-----–-----ი დასაქმებული იყო ს----------–-----------–---


--------–--------ოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფში ინფრასტრუქტურის
ადმინისტრირების უფროსად. სტრუქტურულად ინფორმაციული ტექნოლოგიების
ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების ჯგუფი შედის ს----------–-----------–---------
--–--------ოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის, კერძოდ, ინფორმაციული
ტექნოლოგიების ჯგუფის შემადგენლობაში და ექვემდებარება ინფორმაციული
ტექნოლოგიების ჯგუფის უფროსს, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების
ჯგუფი სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა
2019 წელს, მას შემდეგ, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის
ადმინისტრირების ჯგუფის 4 მოხელეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა.

2020 წლის 1 მარტს ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების საქმიანობის


ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიკაციის მიზნით, ვინაიდან
მოხდა ჯგუფში დასაქმებულ პირთა გადინება, წარმოიშვა ინფრასტრუქტურის
ადმინისტრირების უფროსის დანიშვნის საჭიროება. მოპასუხე უთითებს, რომ
2
ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების უფროსად მიღების ძირითად საფუძველს
წარმოადგენდა ამ ჯგუფის წევრთა დაკომპლექტება, უკვე შესრულებული და
შეუსრულებელი ამოცანების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც ჯგუფის უფროსის
არსებობის საჭიროება აღარ იარსებებდა და ეს ჯგუფი ინფორმაციული
ტექნოლოგიების ჯგუფის უფროსს დაექვემდებარებოდა.

მოპასუხის განმარტებით, სწორედ ზემოაღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა


მოსარჩელესთან 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება, რაც
ამართლებს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით
დადებას, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ დღემდე უშუალოდ ინფორმაციული
ტექნოლოგიების ჯგუფის უფროსი ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის
ადმინისტრირების ჯგუფს და არ არსებობს უფროსის მიღების საჭიროება.

მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების ვადის


ამოწურვამდე ხუთი დღით ადრე ეცნობა მასთან შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტის თაობაზე, რასაც წარმოდგენილ სარჩელში ადასტურებს თავად
მოსარჩელეც, შესაბამისად მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ 2021 წლის 30
ივნისიდან მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა და ვინაიდან
მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების ვადის
გასვლის მოტივით, საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის
კოდექსი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ
დასაქმებულის წერილობითი შეტყობინების ვალდებულებას.

მოპასუხე ასევე უთითებს სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე და


აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის 2021 წლის 30 ივნისიდან ცნობილი იყო მასთან
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, შესაბამისად გასაჩივრების ვადის
ათვლაც ხსენებულ თარიღს უკავშირდება და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც
უნდა დაიწყოს აღნიშნული მომენტიდან, კერძოდ 2021 წლის 1 ივლისიდან.
მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ თავდაპირველი სარჩელი
სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 16 აგვისტოს, რაც ადასტურებს
სასამართლოსთვის მიმართვის 30 დღიანი ვადის დარღვევის ფაქტს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ვ-–-----–-----ი 2020 წლის 1 მარტიდან შრომითი ურთიერთობის ფარგლებში


საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასაქმებული იყო ინფორმაციული
ტექნოლოგიების ჯგუფის ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების უფროსის
პოზიციაზე 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით;

3.1.2. ვ-–-----–-----სა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის 2020


წლის 30 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით;

3.1.3. ვ-–-----–-----სა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის 2020


3
წლის 30 დეკემბერს დაიდო ბოლო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების
ვადად განისაზღვრა 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

3.1.4. ვ-–-----–-----ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ


(დასაბეგრი) 3 800 ლარს.

მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შრომითი ხელშეკრულება №3 (ს. ფ. 17-19);
- შრომითი ხელშეკრულება №8 (ს. ფ. 20-22);
- შრომითი ხელშეკრულება №57 (ს. ფ. 23-25).

3.1.5. მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2021 წლის 30


ივნისამდე) ხუთი დღით ადრე ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნების
საფუძველზე ეცნობა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის
შემდეგ შრომითი ურთიერთობა აღარ გაგრძელდებოდა;

მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.6. ვ-–-----–-----მა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ


გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი
განაცდურის ანაზღაურების თაობაზე თავდაპირველად სარჩელი აღძრა 2021 წლის
16 აგვისტოს. არსებული ხარვეზის გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის
განსახილველად მიღებაზე. განმეორებით სასამართლოს იმავე სარჩელით ვ-–-----–-
----მა სასამართლოს მომართა 2021 წლის 27 აგვისტოს.

მტკიცებულება:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 აგვისტოს №2/2-----21 განჩინება
(ს. ფ. 28-30).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სარჩელი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების


ბათილად ცნობის თაობაზე, აღძრულია კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის
ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს


სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა
შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება
მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება
წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა
დისპოზიციურობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში
სსსკ-ის) მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო
უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის

4
ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ
არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას
გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ
გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება
იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს
მოპასუხე სარჩელისაგან.

მოპასუხემ წარმომადგენილი მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი


შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის
ხანდაზმულობის შესახებ, ე. წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს
რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას,
არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მისი
დადასტურების შემთხვევაში სარჩელის წარმატება ფერხდება და ხანდაზმულობა
წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 144-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი
უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ


„ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც
უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან
დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ
დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად
არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების
რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-
სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის
დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო
მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან
უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის
უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის
ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება,
გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც
მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა
რეგულირებული,
მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა
გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-934-899-2016, 14.02.17); №ას-
68-68-2018, 03.04.2018 წ.).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა შრომითი


ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად
ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოპასუხეს
მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. ხანდაზმულობა არის ფაქტის საკითხი, რის
გამოც სასამართლოს მის დასადგენად უწევს კვლევა.
5
უდავოა, რომ ვ-–-----–-----ს შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2021
წლის 30 ივნისამდე) ხუთი დღით ადრე ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნების
საფუძველზე ეცნობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რაც
დასტურდება მოსარჩელის მიერ, სარჩელში მითითებულ მე-4 ფაქტობრივი
გარემოებით და მისი ახსნა-განმარტებით - 2021 წლის 6 დეკემბერს გამართულ
სასამართლო სხდომაზე ვ-–-----–-----მა განაცხადა შემდეგი: ,,5 დღით ადრე
მითხრეს, რომ თქვენი ხელშეკრულება იწურება, ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ
მუშაობას‘’ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 06.12.2021 წ. დრო - 17:29:19).

მოპასუხის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შრომითი


ხელშეკრულების შეწყვეტის მომდევნო დღიდან, კერძოდ 2021 წლის 1 ივლისიდან,
ხოლო თავდაპირველი სარჩელი მოსარჩელემ წარადგინა 2021 წლის 16 აგვისტოს,
რითაც დასტურდება სასამართლოსთვის მიმართვის 30 დღიანი ვადის დარღვევის
ფაქტი.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტი უკავშირდება


უფლების დარღვევის ობიექტურად შეტყობის მომენტს, ან როდესაც პირს უნდა
შეეტყო ასეთი უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე
თავად აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მისთვის
ცნობილი გახდა მასთან დადებული უკანასკნელი შრომითი ხელშეკრულების
მოქმედების ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე, შესაბამისად, ვ-–-----–-----ს 2021
წლის 1 ივლისიდან, კერძოდ უკანასკნელი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების
ვადის შეწყვეტის მომდევნო დღიდან, შეეძლო დაეწყო საქართველოს ორგანული
კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 48-ე მუხლით
განსაზღვრული გასაჩივრების პროცედურა და 30 კალენდარული დღის ვადაში
სასამართლოში გაესაჩივრებინა დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მას აღნიშნული 30 კალენდარული დღის
ვადაში არ განუხორციელებია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ინფორმირებული იყო, რომ მასთან


დადებული უკანასკნელი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა
განსაზღვრული იყო 2021 წლის 30 ივნისამდე. ამ თარიღის შემდეგ აღარც
მოსარჩელე გამოცხადებულა სამსახურში დამსაქმებლის დავალებით სამუშაოს
შესასრულებლად და აღარც დამსაქმებლის მიერ განხორციელებულა ხელფასის
გადახდევინება. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი დასტურდება ფაქტობრივი
გარემოება იმის შესახებ რომ მხარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის
თაობაზე ცნობილი იყო წინსასწარ, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში 2021 წლის 30
ივნისიდან რა დროსაც დასაქმებულმა შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, საიდანაც
უნდა აითვალოს გასაჩივრების 30 დღიანი ვადა. მოსარჩელეს, მას შემდეგ, რაც
ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა, საქართველოს შრომის კოდექსის
ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება დაეწყო ე. წ.
გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, თუ მიაჩნდა, რომ მისი
შრომის უფლება დაირღვა, რაც მას კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში არ
განუხორციელებია. მოსარჩელეს სარჩელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის
6
შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა აღეძრა 2021 წლის 1
ივლისიდან 30 დღის ვადაში. განსახილველი საქმის მასალებით ირკვევა, რომ
მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელით სასამართლოს მომართა 2021 წლის 16
აგვისტოს, ანუ 30 დღის გასვლის შემდგომ, რომლის საწინააღმდეგო წერილობითი
მტკიცებულებაც მოპასუხის მიერ შესაგებელში ხანდაზმულობასთან
დაკავშირებით შედავების შემდეგ არ წარმოუდგენია.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად,


სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი, შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
თაობაზე, აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული


მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ
შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია;
საქართელოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო უპირველესად იმსჯელებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ


შესაგებელზე სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი
დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელის წარმატება ფერხდება და ხანდაზმულობა
წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია
უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს, მათ შორისაა


სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად
გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო
ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს,
რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან
უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული
უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ
იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების

7
გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული
უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის
გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო
ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას,
ამავდროულად, ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და
ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და
ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-988-
1021-2011, 2011 წლის 15 ნოემბერი).

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-


ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ, გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ
წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი
ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა
უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.
სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან,
ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან
მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც
საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების
საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან,
რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ
მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან
სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა
ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება
სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით
შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური
შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას
მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის
მოქალაქეები – თ.ჯ., ნ.ჯ. და ი.ჯ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია,


რადგან მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეიტყო მასთან
დადებული უკანასკნელი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის
გასვლამდე 5 დღით ადრე, შესაბამისად, ვ-–-----–-----ს 2021 წლის 1 ივლისიდან,
კერძოდ უკანასკნელი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტის
მომდევნო დღიდან შეეძლო დაეწყო საქართველოს შრომის კოდექსით
განსაზღვრული გასაჩივრების პროცედურა და 30 კალენდარული დღის ვადაში
სასამართლოში გაესაჩივრებინა დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის


ხანდაზმულობის ვადის დენის საწყის წერტილად განსაზღვრულია დრო, როცა
პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შრომის კოდექსი
უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს
8
უკავშირებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
პალატის 2016 წლის 15 მარტის №ას_1298-1218-2015; 2016 წლის 2 ნოემბრის №ას-
905-871-2016, 2021 წლის 20 მაისის №ას_790-2020 გადაწყვეტილება, 2021 წლის 27
ოქტომბრის №ას-920-2021 წლის გადაწყვეტილება).
სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30
კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება
ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის
თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია
დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში
წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. სშკ-
ის 48–ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს, რომ დასაქმებულს უფლება აქვს,
წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ
დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის
ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის
საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში
სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი
გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე


ხუთი დღით ადრე ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნების საფუძველზე ეცნობა
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ისევე როგორც მას ეცნობა
შეწყვეტის საფუძველით - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. მხარეთა
შორის გაფორმებულ ბოლო შრომითი ხელშეკრულების მე-4 პუნქტში
მითითებულია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2021 წლის 30 ივნისის
ჩათვლით, რაც უდავოა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო (ს. ფ. 25). ამასთან
2021 წლის 8 ივლისის ელექტრონული წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელე
მოპასუხე ს----------–-----------–-----------–--------ოდან ითხოვს თანამდებობიდან
გათავისუფლების შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას (ს. ფ. 26-27).
ყოველივე ეს გარემოება ადასტურებს, რომ მოსარჩელისათვის იმთავითვე
ცნობილი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც
დაკავშირებული იყო ხელშეკრულების ვადის გასვლასთან. გარდა ამისა,
სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული უფლებამოსილება - დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30
კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება
ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის
თაობაზე, დასაქმებულს წარმოეშობა მაშინ, როდესაც მას მიუვა დამსაქმებლის
მხოლოდ შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და
დასაქმებულისთვის უცნობია თუ რა არის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ვ-–-----–-----ისთვის
9
ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სუბიექტურად უკვე ცნობილი იყო, რომ მასთან
შრომითი ურთიერთობა წყდებოდა ხელშეკრულების ვადის გასვლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის


ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც
მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან
შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების
გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას ნამდვილად
ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. სასამართლო
განმარტავს, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულთან შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ცალხმრივ გარიგებას, რომელიც
ნამდვილად ითვლება გამოვლენილი ნების დასაქმებულის მიერ მიღების
მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოსარჩელეს 2021 წლის 30 ივნისამდე


ეცნობა, რომ დამსაქმებელი მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტდა
ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ამდენად, სახეზეა დამსაქმებლის მიერ
გამოვლენილი ნება, რომელიც დასაქმებულმა მიიღო. შესაბამისად სახეზეა
ნამდვილი ცალმხრივი გარიგება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი


ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით, საქართველოს
შრომის კოდექსი კი არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების ვადის გასვლის
საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებლის
მიერ დასაქმებულის წერილობით შეტყობინების ვალდებულებას.

მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 16


აგვისტოს, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ მოსარჩელემ კვლავ
წარადგინა სარჩელი 2021 წლის 27 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნული ფაქტობრივი
გარემოება არ ცვლის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, რადგან სარჩელი 2021
წლის 16 აგვისტოს მდგომარეობითაც ხანდაზმული იყო, ვინაიდან მოსარჩელესთან
დადებული უკანასკნელი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის
გასვლამდე (30.06.2021 წ.) 5 დღით ადრე ეცნობა შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტის თაობაზე, შესაბამისად, ვ-–-----–-----ს 2021 წლის 1 ივლისიდან შეეძლო
დაეწყო სშკ-ის 48-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების პროცედურა და 30
კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაესაჩივრებინა დამსაქმებლის
გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც მან დადგენილ
ვადაში არ განახორციელა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი, შრომითი


ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე,
აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც საქართველოს შრომის
კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-
ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების

10
შესაძლებლობას, აღნიშნულიდან გამომდინარე, კი სასამართლო დეტალურად აღარ
იმსჯელებს იმ გარემოებებზე, რომლებიც სარჩელის საფუძვლიანობას
უკავშირდება.

7. საპროცესო ხარჯები

სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ
გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის
თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის
ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის „თ“
ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს
არაქონებრივ დავაზე 100 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო


ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო
ბიუჯეტში, ვინაიდან ვ-–-----–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის


მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–-----–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს


ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში


დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში,
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება


გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების
გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე

11
საქმე №330310020004207099
საქმე N3ბ/1643-21

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2021 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნ----- ფურელიანი

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ---- თ----–---–ი


წარმომადგენლები - თ----- ს-------ე, ს--–---ე კ----–-–---–ი, მ------- ღ----–---ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო


წარმომადგენელი - ნ----- მ-------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად


ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს


ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020


წლის 31 დეკემბრის №3371-03-ო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ
ნაწილში, რომლითაც ნ---- თ----–---–ს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლისა და
ზემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების ასლების
გადაცემის თაობაზე.

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრულად


დააკმაყოფილოს 2020 წლის 5 დეკემბრის №3371-ო (რეგისტრირებული - 2020 წლის

1
8 დეკემბერი) განცხადება, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით გასცეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16
გადაწყვეტილების ასლი და მოცემულ გადაწყვეტილებაზე ზემდგომი ინსტანციების
მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინების ასლები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.

2. გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება


2.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021


წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ---- თ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.2.1. 2020 წლის 5 დეკემბერს (რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი),


საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს N3371-ო განცხადებით მიმართა ნ---- თ-
---–---–მა და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დაცვით,
ელექტრონული ფოსტის მისამართზე - t-------------------------, შემდეგი დოკუმენტების
გადაცემა: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ---- ბ------ის
სახელზე თ---–---------------------–-----------------ის ,,ი-----ას’’ მიერ გაცემული
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; 2)
თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების ასლები თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე ნ---- ბ------ის სარჩელებთან/საჩივრებთან
დაკავშირებით, რომლებიც შეეხება მოსამართლე ნ---- ბ------ის უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ნამდვილობის
დადასტურების საკითხს; 3) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული
დოკუმენტის ასლი, რომლითაც მოსამართლე ნ---- ბ------ის უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი გაუთანაბრდა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

2.2.2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 31 დეკემბრის


N/3371-03-ო წერილით ნ---- თ----–---–ს გადასცა 2020 წლის 8 დეკემბრის
განცხადების პირველი და მე-3 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაცია - თბილისის
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ---- ბ------ის უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) და სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №91601505174
წერილის ასლები. ამავე წერილით ნ---- თ----–---–ს განცხადების მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით განემარტა, რომ
უნდა მიემართა შესაბამის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებისათვის.

2
თ---–---------------------–-----------------ი „ი-----ას“ მიერ 2007 წლის 23 ივლისს
გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი T----------- დიპლომის
(სარეგისტრაციო №01) თანახმად, სამართალმცოდენობის ფაკულტეტის 2007 წლის
29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ---- ბ------ემ დაასრულა უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი (წარჩინებით) და მიენიჭა იურისტის
კვალიფიკაცია.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19


დეკემბრის MES 9 16 01505174 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დადასტურებულია ნ---- ბ------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი T----------- დიპლომის ნამდვილობა. ხსენებული
გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების
შესაბამისად, ნ---- ბ------ის მიერ მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს
მიერ და თ---–---------------------–-----------------ი „ი-----ა“ წარმოადგენს
საქართველოში აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი T-----------
დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამასთან, ნ-
--- ბ------ის მიერ თ---–---------------------–---------------- „ი-----აში“ მიღებული
განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

2.3 დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი


პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის
უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი


ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი
აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ


მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის

3
უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 დეკემბრის №3371-03-ო წერილის სახით,
წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი
შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი
აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ
სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს


ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებით ან
განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და
კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, პირს უფლება
აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის
საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების
მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე
მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების
განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც
არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის
გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე
მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და
უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან
ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-
სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი
ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი
შედეგის დადგომისაკენ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ---- თ----–---–ის მიერ


სასამართლოში სარჩელი ასევე, აღძრულია დასახლებული მუხლის საფუძველზე და
მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს დაევალოს გასცეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლი და
მოცემულ გადაწყვეტილებაზე ზემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2.3.2. სასამართლოს მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-


10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას.
აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება
გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს
შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო
ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

4
საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ
გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ
ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ
პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ
უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ
საიდუმლოებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს


უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე
არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან
კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად, ხოლო მე-
3 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია,
რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა
პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის
თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს
აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების
დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის


ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება).
აღნიშნული თავის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას,
რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა
და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას
მიკუთვნებული ინფორმაციისა. თავის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ლეგალურ
დეფინიციას იძლევა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2
მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის
ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი,
ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო
დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული,
შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ
პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად,

5
ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და
შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების
ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას
დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება
ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის
შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე
მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი
წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში
მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი
კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას
განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს
შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
დამოწმებულ თანხმობას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია
ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების
საშუალებით.

ამავე კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია


გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი
საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო
ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ
პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო
დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი
მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა
და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ
ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს


დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გასცეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლი და
მოცემულ გადაწყვეტილებაზე ზემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინების ასლები, რომლებიც მოსამართლე ნ---- ბ------ის
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ნამდვილობის
დადასტურების საკითხს შეეხება. მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, რომ
საერთო სასამართლოების ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია შპს თ---–--
-------------------–-----------------ი „ი-----ას“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ნ---- ბ------ის სახელზე 2007 წელს გაცემული უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის - ნამდვილობის დადასტურებისა და ამ
დოკუმენტით მინიჭებული იურისტის კვალიფიკაციის მაგისტრის აკადემიურ
ხარისხთან გათანაბრების საკითხთან დაკავშირებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ
ორგანოში არ არის დაცული. მოპასუხემ, განმცხადებელს ამ დოკუმენტების

6
მისაღებად იმ სასამართლოებისათვის (საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები)
მიმართვის შესაძლებლობაზე მიუთითა, რომელთა მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების გადაცემასაც მოითხოვდა.

სასამართლომ განმარტა, რომ ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცემის


ვალდებულება შეიძლება დაეკისროს ყველა იმ საჯარო დაწესებულებას, რომელსაც
გააჩნია ეს ინფორმაცია თუ ოფიციალური დოკუმენტი. რამდენადაც მოთხოვნილი
სასამართლოს გადაწყვეტილებები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში არ არის
დაცული და არ ფლობს, ცხადია, ამ პირობებში, მას ამ ინფორმაციის
(დოკუმენტების) გაცემა ვერ დაევალება.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინებით, მოცემულ


დავაში ასევე შესაფასებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს თუ
არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ---- ბ------ის უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ნამდვილობის
დადასტურების საკითხთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილებების დაცვის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მათი
მოძიებისა და დაინტერესებული პირისათვის გადაცემის ვალდებულება.

საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო


სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის,
მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების
მიზნით იქმნება საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო − საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის


1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარისა და წევრებისა).

ამავე ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსამართლედ


შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის
ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი
განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის
გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული
სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

7
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ნ---- ბ------ე დანიშნულია მოსამართლის
თანამდებობაზე და უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო
სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დაცულია თ---–-------
--------------–-----------------ი „ი-----ას“ მიერ 2007 წლის 23 ივლისს გაცემული
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - T----------- დიპლომი
(სარეგისტრაციო №01), რომლის თანახმად, სამართალმცოდენობის ფაკულტეტის
2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ---- ბ------ემ დაასრულა უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია,
წარჩინებით. ასევე, დაცულია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის 2016 წლის 19 დეკემბრის MES 9 16 01505174 ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურებულია ნ---- ბ------ის სახელზე
გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი T----------- დიპლომის
ნამდვილობა, ნ---- ბ------ის მიერ თ---–---------------------–---------------- „ი-----აში“
მიღებული განათლება გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.

სასამართლომ მოიხმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010


წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში
მიღებული განათლების აღიარების წესი“, რომლითაც რეგულირდება საქართველოში
გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა
ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების
აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო
აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების –
დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ
დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ
თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების
პირობები და პროცედურა.

ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული


საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების
აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი–განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის

8
დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3
მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო
დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია
განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე
საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და
საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული
შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის
მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის
გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის
დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან
ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული
შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის
სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი
დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის
უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის
სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის
შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი
ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების
კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

სასამართლოს შეფასებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული


ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებას
პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის,
აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ საქართველოში გაცემული
განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის
ფაქტისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის
დადგენა განეკუთვნება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში


მოსამართლე ნ---- ბ------ესთან მიმართებით დაცულია უშუალოდ იმ
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ განათლების ხარისხის
ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, რომლის კომპეტენციას როგორც უკვე
აღინიშნა საგანმანათლებლო პროგრამის გავლის, კონკრეტულ კვალიფიკაცისთან
გათანაბრების საკითხი წარმოადგენს. სწორედ, ცენტრის 2016 წლის 19 დეკემბრის
MES 9 16 01505174 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსამართლე ნ---- ბ------
ეს მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხით, რაც მის მიერ მიღებული განათლების

9
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობას ადგენს. შესაბამისად, ნ---- ბ------ის განათლების დაკავებულ
თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სხვა დამატებითი
დოკუმენტაციის, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებების დაცვის
ვალდებულება საბჭოს ვერ დაეკისრება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე
ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ
მოთხოვნილი ინფორმაციის დაცვის ვალდებულება, შესაბამისად, ამ კონკრეტულ
შემთხვევაში მოპასუხეზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სხვა
საჯარო დაწესებულებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიების ვალდებულება.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების


გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 დეკემბრის №3371-03-ო
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (წერილი) არ ეწინააღმდეგება
კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის ქმედების
განხორციელების დავალებას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის


გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი.

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31


დეკემბრის №3371-03-ო აქტით გათვალისწინებული მითითების შესაბამისად, 2021
წლის 18 იანვარს და 21 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლის გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის №3-018/4306691-4276752
წერილით უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემაზე. ამის შემდგომ
29.06.2021წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და
მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო
საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების/განჩინების ასლი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021
წლის 02 ივლისის №3/5465 მიმართვით ეცნობა, რომ მითითებული რეკვიზიტებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნა
მოძიებული.

აპელანტის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ განათლების ხარისხის

10
განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №91601505174
დოკუმენტში მითითებულია რომ მოსამართლე ნ---- ბ------ეს დიპლომის
ნამდვილობა დაუდასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილებით, სრულიად
უკანონოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის
გაცემაზე.

აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-


18 მუხლის მე-2 პუნქტზე, 63-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლზე, მე-40 მუხლზე, საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე და „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 34
სეკუნდა მუხლის მე-2 პუნქტზე და 35 სეკუნდა მუხლის მე-2 პუნქტზე.

აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა


კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის
დაკმაყოფილებას. პელანტი ასევე, ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაეკისროს
მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 1 ლარის ნ---- თ----–---–ის
სასარგებლოდ ანაზღაურება. (იხ. 16.07.2021წ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი)

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2


ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის


თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო
საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას,
სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე
მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო
მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან
გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით
გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში


მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო

11
საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი
საფუძვლები.

4.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.2.1.სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული


კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც,
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც
აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის
უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის
დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

განსახილველ შემთხვევაში ნ---- თ----–---–ის პირველ სასარჩელო მოთხოვნას


წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს 2020 წლის 31 დეკემბრის №3371-03-ო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი იმ ნაწილში, რომლითაც ნ---- თ----–---–ს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლისა და
ზემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების ასლების
გადაცემის თაობაზე.

პალატის შეფასებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31


დეკემბრის №3371-03-ო წერილი, რომლის ბათილობასაც ითხოვს მოსარჩელე არის
ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ აღნიშნული წარმოადგენს
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ რეალურ მოქმედებას,
რომლის კანონთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს მოსარჩელის მეორე სასარჩელო
მოთხოვნასთან მიმართებით (ქმედების განხორციელების დავალება), როგორც
ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილი.

ამრიგად, მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს არსებობდა თუ არა


საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსათვის, 2020 წლის 5 დეკემბრის №3371-
ო (რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი) განცხადებით მოთხოვნილი
საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების საფუძველი, შესაბამისად, უნდა
დადგინდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 დეკემბრის

12
№3371-03-ო წერილის გაცემით განხორციელებული ქმედების კანონიერება,
რომლითაც ნ---- თ----–---–ს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016
წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლისა და ზემდგომი
ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების ასლების გადაცემის
თაობაზე.

4.2.2. პალატა მიუთითებს, რომ რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური


მოქმედება, უბრალო მმართველობითი საქმიანობა) - ეს არის ადმინისტრაციული
ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა
სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ -
ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით პირის სუბიექტური
უფლებების ხელყოფის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს
ადმინისტრაციულ ორგანოს ან შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოს
მოქმედების განხორციელება. უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების
სწორად შერჩევა დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის
ფორმის სწორ სამართლებრივ შეფასებაზე. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ
გასცა საჯარო ინფორმაცია, ანუ არ განახორციელა რეალური მოქმედება,
განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჩივრით მიმართოს
ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე შეიტანოს სარჩელი სასამართლოში ქმედების
განხორციელების მოთხოვნით.

პალატა მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე


მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი
მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების
მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების
განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს


ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის)
განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული
პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 5 დეკემბერს


(რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი), საქართველოს იუსტიციის უმაღლეს

13
საბჭოს N3371-ო განცხადებით მიმართა ნ---- თ----–---–მა და მოითხოვა საჯარო
ინფორმაციის გაცემის წესის დაცვით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - t---------
----------------, შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: 1) თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე ნ---- ბ------ის სახელზე თ---–---------------------–----------
-------ის ,,ი-----ას’’ მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის/დიპლომის ასლი; 2) თბილისის საქალაქო სასამართლოსა და
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინებების ასლები თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ნ---- ბ------ის სარჩელებთან/საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც
შეეხება მოსამართლე ნ---- ბ------ის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის/დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხს; 3)
უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის ასლი, რომლითაც
მოსამართლე ნ---- ბ------ის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
გაუთანაბრდა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 31 დეკემბრის N/3371-03-


ო წერილით ნ---- თ----–---–ს გადასცა 2020 წლის 8 დეკემბრის განცხადების
პირველი და მე-3 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაცია - თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე ნ---- ბ------ის უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) და სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №91601505174
წერილის ასლები. ამავე წერილით ნ---- თ----–---–ს განცხადების მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით განემარტა, რომ
უნდა მიემართა შესაბამის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებისათვის.

4.2.3. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი


წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური
მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი
დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს,
რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია
ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის
განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს.

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც


საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების
და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს.

14
პალატა აღნიშნავს, რომ აზრის გამოხატვის უფლება, როგორც ადამიანის უფლებათა
შორის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური უფლება გარანტირებულია
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც აღიარებს
ადამიანის უფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს
ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო
საზღვრების მიუხედავად.

პალატა მოიხმობს ადამიანის უფლება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას


„Magyar Helsinki v. Hungary“ (8 November 2016. Application No. 18030/11), რომლითაც
სასამართლომ დაასკვნა, რომ კონვენციის მე-10 მუხლი მოიცავდა განმცხადებლის
უფლებას, მიეღო საჯარო ინფორმაცია, ხოლო ინფორმაციის გაცემაზე უარი
შესაძლებელია ყოფილიყო კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული უფლების
დარღვევა. ამავე გადაწყვეტილებით პერსონალური მონაცემების დაცვის
სტანდარტსა და ფარგლებზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა „პერსონალური
მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“
საერთაშორისო კონვენციასა და სასამართლოს პრაქტიკაზე. კონვენციის მიზანს
წარმოადგენს თითოეული პიროვნების კონფიდენციალობის დაცვის უფლების
უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით
დამუშავებისას. თავის მხრივ, პერსონალური მონაცემები კონვენციით
განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება
ინდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს („ინფორმაციის სუბიექტს“).

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს


უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე
არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან
კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მიზნებთან დაკავშირებით. კერძოდ,
„სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება
უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და,
შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების
დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს
სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი
გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა.
სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ
პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო
მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად

15
ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის
მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური
მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების
ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია
მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ
მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი
დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში
დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის
ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი
საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა
არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო
დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად,
სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო
სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების
დროულად გამოსავლენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017
წლის 27 მარტის 1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი
კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).“

პალატა განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და


სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა. საქართველოს
კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების
განმტკიცებით სახელმწიფომ უზრუნველყო საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის
შესაბამისი, დაშვებული მოცულობით ღიაობა, ამასთანავე, საზოგადოების
ინფორმირებულობა ამგვარ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით. ზემოხსენებული უფლება წარმოადგენს სახელისუფლებო
საქმიანობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რამდენადაც საჯარო
ინფორმაციაზე წვდომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საჯარო ფუნქციათა
შესრულებაზე სრულყოფილი საზოგადოებრივი ზედამხედველობის
განხორციელება.

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის


ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და
შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების
ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას
დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება
ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის
შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

16
ამავე საკანონმდებლო აქტის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო
ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და
დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული
საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული
ინფორმაციისა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ


ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის
ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა
იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების,
ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

პალატა განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია


გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის
დამახასიათებელია სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური
გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება
ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის
აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება
შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.
გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით
განისაზღვრა ინფრომაცია, რომლის ღიაობა აღემატება ინფორმაციის
გასაიდუმლოების ინტერესს.

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე


მუხლზე რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს
პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების,
ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე
თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, როგორც


მმართველობის სფეროში მონაცემთა დაცვის სპეციალური კანონი, თანამდებობის
პირთა მიმართ შეიცავს სპეციალურ რეგულაციას, თანამდებობის პირთა მიმართ
პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი განსახვავებულია. პალატა
აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პირადი საიდუმლოების
შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს,
უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა.

17
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის №ბს-403-398(კ-14)
გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მონაცემთა
სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების
მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის
რეჟიმისაგან. საჯარო პირების მიმართ კერძო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის
დაცვასთან შედარებით ინფორმაციის თავისუფლებას პრიორიტეტული
მდგომარეობა ენიჭება, ვინაიდან საჯარო საქმიანობაზე პრეტენზიის მქონე პირი
იმთავითვე ერთგვარ მზადყოფნას აცხადებს მისი კერძო ცხოვრების სფეროში
შესაძლო შეღწევაზე. თანამდებობის პირის მითითება იმაზე, რომ ინფორმაცია მის
პირად სფეროს ეხება არ ადასტურებს მისი თანხმობის გარეშე ინფორმაციის გაცემის
შეუძლებლობას. საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილე საჯარო პირი
მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი კერძო ცხოვრების დეტალები შესაძლოა იქცეს
საზოგადოების და მასმედიის ინტერესის ობიექტად. აღნიშნული განაპირობებს არა
მხოლოდ პოლიტიკოსების და სხვა საჯარო მოხელეთა, არამედ კანდიდატების
კერძო ცხოვრების ერთგვარ ღიაობას, მათი პერსონალური მონაცემების
ხელმისაწვდომობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირთან
დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება
ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის
ტრანსფორენტობა, გამჭირვალობა, კანონმდებლობა (მაგ. „საჯარო სამსახურში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხ.)
ითვალისწინებს არათუ თანამდებობის პირთა, არამედ მათი ოჯახის წევრთა შესახებ
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას (სუს 30.05.13წ., ბს-527-518(კ-12)). ამდენად,
მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობის პირის
მონაცემები სზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა“.

პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე


მუხლის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისადაც, კოდექსის „ინფორმაციის
თავისუფლების“ თავის მიზნებისთვის თანამდებობის პირი არის „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი. „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ
კანონის მიზნებისათვის თანამდებობის პირია მოსამართლე.

პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს


ხელისფულების დანაწილების პრინციპი წარმოადგენს, რაც გულისხმობს
სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი
და სასამართლო ხელისუფლებების მიერ. ცნება „სასამართლო ხელისუფლება“
გულისხმობს სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ
განშტოებას, საკუთრივ მოსამართლეებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების

18
შესრულებისას და რაც მთავარია, თვით მართლმსაჯულების განხორციელების
მექანიზმს. რამდენადაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის,
სასამართლო ხელისუფლების განმახორციელებელ სუბიექტს წარმოადგენს
მოსამართლე იგი არის სახელმწიფო მოხელე და მის კვალიფიკაციასთან
დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირი, რომლის თაობაზეც ნ---- თ----–-


--–ი 2020 წლის 5 დეკემბრის №3371-ო (რეგისტრირებული - 2020 წლის 8
დეკემბერი) განცხადებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსგან ითხოვდა
ინფორმაციას/დოკუმენტაციას, წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლეს (ნ---- ბ------ე). სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პირზე,
როგორც სახელმწიფო მოხელეზე ვრცელდება ინფორმაციის ღიაობის პრინციპი, რაც
გულისხმობს მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის
ხელმისაწვდომობას.

ამდენად, იმ პირობებში როდესაც დადგენილია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი


ინფორმაციის საჯაროობა და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გასცეს
აღნიშნული ინფორმაცია, არსებით მნიშვნელობისაა შეფასებულ იქნას საკითხი იმის
შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად გააჩნია თუ არა ნ---- თ----–---–ის მიერ მოთხოვნილი (2020 წლის 5
დეკემბრის №3371-ო (რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი) განცხადება)
ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების, დამუშავების, ფლობის (შენახვის),
ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი უფლებამოსილების
განხორციელებასთან.

4.2.4. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული


კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო
ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა,
სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო-და აუდიოჩანაწერები),
ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული,
დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო
დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო


სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის,
მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების
მიზნით იქმნება საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო − საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

19
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ფარგლების
დადგენის მიზნით, პალატა მოიხმობს „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს კანონის, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საერთო
სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ
სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან
გათავისუფლების წესს, მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის
გარანტიებს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის
მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო
მოსამსახურეთა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა და
პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და ამ წესის
დარღვევისთვის მათ პასუხისმგებლობას, აგრეთვე საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის
საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური
სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების წესს, საქართველოს საერთო სასამართლოებში დისციპლინური
საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.

მითითებული საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“


ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა
და წევრებისა). ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ის
მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს, კერძოდ,
მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება
არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი
განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის
გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის
საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული
სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, პალატა არ იზიარებს


პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში
მითითებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილების
ფარგლებსაც განეკუთვნება მოსამართლეობის კანდიდატის (მოსამართლის) მიერ
მიღებული განათლების საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის
დამუშავება.

პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი


საბჭოს 2020 წლის 20 ნოემბრის №1199-03 წერილზე, რომლთაც ნ---- თ----–---–ს

20
ეცნობა, რომ „იუსტიციის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დაცული დოკუმენტაციის
საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნ---- ბ------ის შპს
„თ---–---------------------–-----------------ი ი-----ას“ მიერ 2007 წელს გაცემული
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით მინიჭებული იურისტის
კვალიფიკაცია უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. საქმის მასალებით
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დაცულია
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19
დეკემბრის №91601505174 აქტი დადასტურების თაობაზე, რომელშიც აღნიშნულია,
რომ მითითებულ დოკუმენტს საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის №3/506-
16 გადაწყვეტილება.

ამდენად, პალატის შეფასებით, ნ---- თ----–---–ის მიერ 2020 წლის 5 დეკემბრის


№3371-ო (რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი) განცხადებით
მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16
გადაწყვეტილების ასლი და მოცემულ გადაწყვეტილებაზე ზემდგომი ინსტანციების
მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინების ასლები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში) დაკავშირებულია (ეხება) ინფორმაციასთან, რომლის საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოპოვების (დამუშავების) უფლებამოსილება
გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას მასზედ, რომ


მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ არის დაცული ადმინისტრაციულ
ორგანოში (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო). პალატა განმარტავს, რომ
ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში არსებული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მიღების უფლებას (გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო,
კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური
მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა), ხოლო საჯარო ინფორმაციის
გაცემის სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომელსაც გააჩნია
სათანადო საჯარო ინფორმაცია ან ხელი მიუწვდება მასზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი


პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს
საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო
ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი
სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის
მოძიებასა და დამუშავებას.

21
პალატა ასევე, განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-40 მუხლით კანონმდებელი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულებას
ეკისრება ვალდებულება გასცეს ინფორმაცია მაშინაც კი, თუ მოთხოვნის
მომენტისათვის ინფორმაცია მოძიებული და დამუშავებული არ ყოფილა. სწორედ
ასეთი შემთხვევა წარმოადგენს ინფორმაციის გაცემის ათდღიანი ვადის გამოყენების
ერთ-ერთ საფუძველს. შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება განმცხადებლის უფლებას
მოიპოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების


გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთვის 2020 წლის 5 დეკემბრის №3371-ო (რეგისტრირებული - 2020
წლის 8 დეკემბერი) განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის
(საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით გასცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს
2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლი და მოცემულ
გადაწყვეტილებაზე ზემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემის
დავალების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ


ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე
მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს,
სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით
გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს,
განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების
განხორციელებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს რომ ნ---- თ----–---–ის


სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის
10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ----
თ----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა -
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის 2020 წლის 5 დეკემბრის №3371-ო
(რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი) განცხადებით მოთხოვნილი საჯარო
ინფორმაციის გაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს უნდა დაევალოს დააკმაყოფილოს 2020 წლის 5 დეკემბრის №3371-
ო (რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი) განცხადება, კერძოდ, საჯარო
ინფორმაციის გაცემის წესით, გასცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის
30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლი და მოცემულ გადაწყვეტილებაზე
ზემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინების ასლები,
ასეთის არსებობის შემთხვევაში. დანარჩენ ნაწილში ნ---- თ----–---–ის სარჩელი არ

22
უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ამდენად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ


არასწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არსებობს სააპელაციო საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით
გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად,
უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული
უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება
ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის


თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც
იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე
განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების
გადახდისაგან.

დადგენილია, რომ აპელანტ ნ---- თ----–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილია


სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივარზე
გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობების


გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დაეკისროს
აპელანტის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის და
სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის,
სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება ნ---- თ----–---–ის სასარგებლოდ.

6.2. აპელანტი ასევე, ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაეკისროს მის მიერ
გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 1 ლარის ნ---- თ----–---–ის
სასარგებლოდ ანაზღაურება.

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის


პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, იმ მხარის წარმომადგენლის
დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი
გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში.

23
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული
წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის გაწევა, რის შესაბამისად, არ არსებობს
მოწინააღმდეგე მხარისთვის აპელანტის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების
ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2
ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე, 397-ე
მუხლებით

გადაწყვიტა

1. ნ---- თ----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა


კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი
გადაწყვეტილება.

3. ნ---- თ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის 2020


წლის 5 დეკემბრის №3371-ო (რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი)
განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დაკმაყოფილდეს.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალოს სრულად დააკმაყოფილოს


2020 წლის 5 დეკემბრის №3371-ო (რეგისტრირებული - 2020 წლის 8 დეკემბერი)
განცხადება, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით, გასცეს თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის №3/506-16 გადაწყვეტილების ასლი
და მოცემულ გადაწყვეტილებაზე ზემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. დანარჩენ ნაწილში ნ---- თ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

7. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისროს აპელანტის მიერ

24
სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე
გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, სულ 250 (ორას
ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება ნ---- თ----–---–ის სასარგებლოდ.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, საქართველოს


უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე
მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე
მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), მხარეთათვის
დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი

25
საქმე №3/2848-19

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

04 ივნისი, 2019 წელი ქ.


თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია


მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი

მოსარჩელე - ო----------------ე
წარმომადგენელი - თ------------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო


წარმომადგენელი - ნ--------------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს


2019 წლის 11 მარტის N---- გადაწყვეტილება;

1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ცვლილება


შეიტანოს ო----------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N-----
გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების
საფუძვლად მიეთითოს - ჯანმრთელობის მდგომარეობა;

1.3. დაეკისროს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსარჩელის


სასარგებლოდ ერთდროული კომპენსაციის გაცემა 10 000 (ათიათასი) ლარის
ოდენობით.
1
მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს პ---------ის დაავადება. აღნიშნული გამოიწვია
სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურმა დაძაბულობამ,
რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. იმის გათვალისწინებით,
რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სათანადოდ ვერ ასრულებდა
სამოსამართლო საქმიანობას, 2017 წლის 16 ოქტომბერს თანამდებობიდან
გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს. ამასთან, გათავისუფლება მოითხოვა ორი საფუძვლით -
ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა სამსახურში, კერძოდ, ს----------–-------------------
------–--–----------------------------ზე დანიშვნის გამო.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ვინაიდან მან საქმიანობა გააგრძელა ს----------–----------------


---------–--–------------ის თანამდებობაზე, ერთჯერადი კომპენსაცია 10 000 ლარის
ოდენობით აღარ მოითხოვა. 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ შრომითი
ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან განცხადებით
მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N----- გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად
მიეთითოს - ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მოითხოვა ერთდროული
კომპენსაციის გაცემა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის N---- გადაწყვეტილებით მისი
მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს უკანონოდ და დაუსაბუთებად მიაჩნია


და მის ბათილად ცნობას მოითხოვს.

ამასთან, მოსარჩელის განმარტებით გასაჩივრებულ აქტში არასწორად არის


მითითებული ,,ყოფილი მოსამართლე“, რამდენადაც მსგავს ჩანაწერს - ,,ყოფილი
მოსამართლე“ არ იცნობს ევროპის ქარტია „მოსამართლეთა სტატუტის შესახებ“,
ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებები და გაეროს შესაბამისი კონვენციები.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა


სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და
განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით,
შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. თ---–-----------–-–---------------–----------------–------------------------მ 2017 წლის 16


ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის

2
პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და 49-ე მუხლის
შესაბამისად, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან მოითხოვა დაკავებული
თანამდებობიდან გათავისუფლება. განმცხადებლის განმარტებით, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო უჭირდა სამოსამართლო საქმიანობის სრულყოფილად
განხორციელება და აღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან
გადადიოდა სამუშაოდ სხვა დაწესებულებაში.

ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №-------


ბრძანებით, ო----------------ესთან 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე
გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ს--------–----------------------------–------------–---------------–
----------------–--------–------------–---------------------–------------- პოზიციაზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №-----


გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ო----------------ე
გათავისუფლდა თ---–-----------–-–---------------–----------------–-- თანამდებობიდან,
2017 წლის 18 ოქტომბრიდან, სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის
გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- თ---–-----------–-–---------------–----------------–-- - ო----------------ის 2017 წლის 16
ოქტომბრის №------- განცხადება (ს.ფ. 119);
- ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №-------
ბრძანება (ს.ფ. 120);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №-----
გადაწყვეტილება (ს.ფ. 118).

3.2. ო----------------ემ 2018 წლის 28 დეკემბრის №-------, 2019 წლის 22 იანვრის №------ და
2019 წლის 28 თებერვლის №------ განცხადებებით მიმართა საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს, მიუთითა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს სამსახურიდან წასვლის
მთავარი მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, მოითხოვა მისი
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლებში
მითითებული გარემოების დაფიქსირება და კანონით გათვალისწინებული
კომპენსაციის (10 000 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №----


გადაწყვეტილებით, ო----------------ის მოთხოვნები საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანისა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით ერთდროული
კომპენსაციის 10 000 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ
საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარადგინა რაიმე სახის მტკიცებულება,
რომელიც დაადასტურებდა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას

3
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ასევე განმცხადებლის მიერ ვერ იქნა
წარდგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების
დამადასტურებელი დოკუმენტები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- ო----------------ის 2018 წლის 28 დეკემბრის №------- განცხადება (ს.ფ. 72-73);
- ო----------------ის 2019 წლის 22 იანვრის №------ განცხადება (ს.ფ. 111-112);
- ო----------------ის 2019 წლის 28 თებერვლის №------ განცხადება (ს.ფ. 113-114);
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №----
გადაწყვეტილება (ს.ფ. 121-123).

3.3. ო----------------ეს პ----------ის დაავადების დიაგნოზი დაესვა 40 წლის ასაკში, მას


შემდეგ იღებს დოფამინის პრეპარატებს; 2012 წელს დაეწყო დოზის პიკის
დისკინეზია, ჩართვა-გამორთვის პერიოდები, რის გამოც 2014 წლის 29 აპრილს
ჩატარდა ტვინის ღრმა სტიმულაციის სისტემის (DBS) იმპლანტაცია; ოპერაციის
შემდგომ დისკინეზიები და გამორთვის პერიოდები საგრძნობლად შემცირდა,
რჩებოდა მხოლოდ ტრემორი; 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით,
პაციენტის მდგომარეობად იყო სტაბილური, უმაღლესი ქერქული ფუნქციები
შენახული იყო, კოგნიტური დისფუნქცია არ აღინიშნებოდა, პაციენტი
შრომისუნარიანი იყო, შეეძლო გონებრივი დატვირთვით მუშაობა, მოძრაობათა
დარღვევის გამო შეზღუდული იყო ფიზიკური დატვირთვა.

ა------- კლინიკამ 2019 წლის 6 თებერვალს გასცა ცნობა ო----------------ის


ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-
100/ა). ცნობის თანახმად, პაციენტის დიაგნოზს წარმოადგენს პ----------------------------------
–------------–--------------. ამასთან, მიუხედავად ტვინის უწყვეტად მიმდინარე
სტიმულაციის და მედიკამენტური თერაპიისა, 2019 წლის 6 თებერვლის
მდგომარეობით, კვლავ შეინიშნება დისკინეზია, „ჩართვა-გამორთვის“ ფენომენი,
გაძნელებული სიარული, ნატიფი მოძრაობების შესრულება, მეტყველება, რაც
პაციენტს უქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს ყოველდღიურ შრომით საქმიანობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:


- შპს „ა-------“ კლინიკის ნევროლოგის 2017 წლის 14 ნოემბრის კონსულტაცია (ს.ფ. 42);
- 2019 წლის 6 თებერვლის №---- ცნობა ო----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა) (ს.ფ. 116-117).

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და


სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ
მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ
დასკვნამდე, რომ არ არსებობს ო----------------ის მიერ აღძრული სასარჩელო
4
მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს


ორგანული კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი


ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი
აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია,


რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის
11 მარტის N---- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანასა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთდროული კომპენსაციის
გაცემაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და
მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და
სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის


პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება
აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი
მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების
მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამდენად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა


მოსარჩელის მოთხოვნა კონკრეტულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-

5
სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანისა და ერთდროული კომპენსაციის
გაცემასთან დაკავშირებით.

6.2. საქართველოს კონსტიტუციის (მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების


დროს მოქმედი რედაქცია) 86-ე მუხლით მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეთა
შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება
კონსტიტუციითა და ორგანული კანონით, ხოლო 861 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა
თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით
იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს
კონსტიტუციის 64-ე მუხლი.

კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმები განმტკიცებულია საქართველოს


ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“, კერძოდ, 42-ე მუხლის
თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

სასამართლო განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს


კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია მოსამართლეთა
თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, მოსამართლის
თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; დ)
სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული; მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა. ამავე
მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო
12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის
უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის
თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების
განხორციელებას.

ამდენად, კანონმდებლობა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების


რამდენიმე საფუძველს ითვალისწინებს და იმის მიხედვით, თუ რა საფუძვლით
ხდება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, ადგენს შესაბამის
მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ პირადი განცხადების შემთხვევაში მოტივი ანდა
რაიმე დასაბუთება არ არის საჭირო, იმ დროს, როდესაც სხვა გარემოებები უნდა
დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, მათ შორის, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების დასადასტურებლად აუცილებელ წარსადგენ
დოკუმენტად კანონი განსაზღვრავს სამედიცინო დასკვნას, რომლითაც დადგინდება,
რომ მოსამართლე მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების
განხორციელებას.

6
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თ---–-----------–
-–---------------–----------------–------------------------მ 2017 წლის 16 ოქტომბერს განცხადებით
მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მან „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“
ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 18
ოქტომბრიდან მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან,
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა
სამოსამართლო საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება და აღნიშნულის
გათვალისწინებით, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან გადადიოდა
სამუშაოდ სხვა დაწესებულებაში.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან


იმ გარემოებას, რომ ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის
16 ოქტომბრის №------- ბრძანებით, ო----------------ესთან 2017 წლის 17 ოქტომბრიდან
2018 წლის 01 იანვრამდე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ს--------–---------------------
-------–------------–---------------–----------------–--------–------------–---------------------–-------------
პოზიციაზე.

მითითებული გარემოებების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი


საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით, „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი
პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ო----------------ე გათავისუფლდა თ---–-----------–-–-
--------------–----------------–-- თანამდებობიდან, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან, სხვა
დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნის გამო.

ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ო----------------ემ 2018 წლის 28


დეკემბრის №-------, 2019 წლის 22 იანვრის №------ და 2019 წლის 28 თებერვლის №------
განცხადებებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მიუთითა, რომ
2017 წლის 16 ოქტომბერს სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზი იყო მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლებში მითითებული გარემოების დაფიქსირება
და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (10 000 ლარის ოდენობით)
ანაზღაურება მოითხოვა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №----


გადაწყვეტილებით, ო----------------ის მოთხოვნები საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანისა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით ერთდროული
კომპენსაციის 10 000 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ
საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ წარადგინა რაიმე სახის მტკიცებულება,
რომელიც დაადასტურებდა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ასევე განმცხადებლის მიერ ვერ იქნა
წარდგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების
7
დამადასტურებელი დოკუმენტები.

სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიქცევს იმ გარემოებას, რომ ო---------


-------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილება წარმოადგენს
კანონიერ ძალაში შესულ დოკუმენტს, რომელიც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მითითებულ გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანას.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე


მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების
ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ ორგანოს.

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ო----------------ემ სამსახურიდან


გათავისუფლების თაობაზე 2017 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაში მიუთითა ორი
სამართლებრივი საფუძველი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი (სხვა
დაწესებულებაში თანამდებობაზე დანიშვნა) და ამავე მუხლის მე-3 პუნქტი
(ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება). განცხადებასთან ერთად ო----------------
ემ წარადგინა მხოლოდ ს----------–--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16
ოქტომბრის ბრძანება ,,--------------------------------–------------–------------–--------------------–------–----
---------––-------–-------------------–-------. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით - ს----------–
--------------------------–-------------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის №------- ბრძანებით
დგინდება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმება, მაგრამ საქმეში
არსებული არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება ო----------------ის სამოსამართლო
უფლებამოსილების ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს
უფლებამოსილების განუხორციელებლობისა და ამავე დროს, მომავალში
მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ფაქტი, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლო
მიიჩნევს, რომ კონკრეტული მტკიცებულების გარეშე, მითითებულ გარემოებაზე
აპელირება მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან მხოლოდ სათანადო
მტკიცებულების არსებობისას გააჩნია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
უფლებამოსილება (და არა ვალდებულება), იმსჯელოს მოსამართლის
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი თანამდებობიდან
გათავისუფლების თაობაზე.

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“


საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლით გარანტირებულია დახმარება
მოსამართლის დაღუპვის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-
2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც
უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას,
მოსამართლეს სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი
8
გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10
000 ლარის ოდენობით.

ამდენად, ერთდროული კომპენსაციის გასაცემად აუცილებელია რამდენიმე პირობის


არსებობა, კერძოდ, მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც
უკავშირდება სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას და
აღნიშნულის შედეგად, მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად
აღიარება.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოსარჩელეს აქვს პ---------ის


ავადმყოფობა, დიაგნოზი დაესვა 40 წლის ასაკში, 2014 წელს ტვინზე ჩაუტარდა
ოპერაცია და ექვემდებარება მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას. სასამართლო
მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს შპს „ა-------“ კლინიკის ნევროლოგის 2017 წლის
14 ნოემბრის კონსულტაციასა და ო----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა) 2019 წლის 6 თებერვლის №-
--- ცნობაზე, რომლითაც არ დგინდება უშუალოდ სამოსამართლო
უფლებამოსილების განხორციელებისას მოსარჩელის ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირად აღიარების ფაქტები. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის
წარმომადგენლის პოზიციას, რომ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას
ერთდროული კომპენსაცია გაეცა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში
ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,
დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად
დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა
მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი


ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან
დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული
აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება
კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის
კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო


საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ
თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს
თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით
მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების
კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და
9
ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა
დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს
სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და
გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი
ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების
ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და
ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად,
სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი
არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით
გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის
მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და
წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ
სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის №---- გადაწყვეტილების
ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს იმ


გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ აქტში არასწორად არის მითითებული ,,ყოფილი
მოსამართლე“, რამდენადაც მსგავს ჩანაწერს - ,,ყოფილი მოსამართლე“ არ იცნობს
ევროპის ქარტია „მოსამართლეთა სტატუტის შესახებ“, ევროპის საბჭოს
გადაწყვეტილებები და გაეროს შესაბამისი კონვენციები. სასამართლო აღნიშნავს,
რომ მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული
გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს,
რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს
ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს,
სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით
გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს,
გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამავე კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული


ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების
განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს
აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-
ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას,
რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან
თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

10
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ არ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის
№---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელის
მოთხოვნები -დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ცვლილება
შეიტანოს ო----------------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N----- გადაწყვეტილებაში
იმგვარად, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითოს -
ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაეკისროს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთდროული კომპენსაციის გაცემა 10 000
(ათიათასი) ლარის ოდენობით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საპროცესო ხარჯები

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ასევე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან
გამომდინარე, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის
მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე
მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ
სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს
სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე,
367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ო----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში
(მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში
დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

11
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე

12

You might also like