ირაკლი კობახიძე არასამთავრობოებზე - როცა შენ თვითონ გაურბიხარ გამჭვირვალობას და საჯარო მოხელეებისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ორმაგი სტანდარტია

როცა შენ თვითონ გაურბიხარ გამჭვირვალობას და საჯარო მოხელეებისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ორმაგი სტანდარტია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენას, რომელიც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას გულისხმობს.

როგორც კობახიძე განმარტავს, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა ბუნდოვანია.

„წელს, დაინიცირდა კანონი, რომელიც ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების - კოლექტიური გიგაურების გამჭვირვალობა და ამ კანონს დაარქვეს რუსული კანონი. დღეს, ისინი, იმავეს ითხოვენ საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ თავის დროზე, როცა რუსულ კანონად მონათლეს ამერიკული კანონი. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ სინამდვილეში, მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნები. თვითონ არ უნდათ გამჭვირვალობა, თვითონ უნდათ მთლიანად ბუნდოვანი დარჩეს მათი ფინანსური საქმიანობა. დღეს ვერავინ გეტყვით საქართველოში იმას, თუ ვინ, რისთვის, საიდან იღებს დაფინანსებას, ეს სამწუხარო მოვლენაა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ასეთი მოცემულობა გვაქვს. ამ დროს, როცა შენ თვითონ გაურბიხარ გამჭვირვალობას და მეტ გამჭვირვალობას ითხოვ საჯარო მოხელეებისგან, ეს რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ მიზნებზე მეტყველებს, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს ორმაგი სტანდარტია", - განაცხადა კობახიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა